2013 წლის ყველაზე შემოსავლიანი მოდელები

2013 წლის ყველაზე შემოსავლიანი მოდელები

Forbes-მა ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელების სია გამოაქვეყნა. როგორც ყოველთვის, სიაში აღმოჩნდნენ ჟიზელ ბუნდჰენი, კეიტ მოსი, მირანდა კერი და Victoria’s Secret-ის სხვა ”ანგელოზები”. სიაში ახალი სახეებიც არიან. მაგალითად, ჩინელი მოდელი ლიუ ვენი.

ჟიზელ ბუნდჰენი - 42 მლნ$

ბრაზილიელი მოდელი უკვე რამდენიმე წელია ამ რეიტინგის ლიდერია. მიუხედავად ამისა, ”ფორბსი” აღნიშნავს, რომ მისი შემოსავლები წელს შემცირდა. თუმცა, H&M და Chanel-ის სარეკლამო კამპანიებში მონაწილეობამ მოდელს საშუალება მისცა, ლიდერის პოზიციები შეენარჩუნებინა.

მირანდა კერი - 7.2 მლნ$

მირანდა კერი უკვე 7 წელია, რაც ამ რეიტინგში მეორე ადგილს იკავებს. ასეთი სტაბილურობა მოდელს Mango-ს Victoria’s Secret-ის და იაპონური ტელეარხისთვის განკუთვნილმა რეკლამებმა მოუტანეს. მირანდა Victoria’s Secret-ის მოდელი აღარ არის.

ადრიანა ლიმა - 6 მლნ $

ადრიანამ თავისი 6 მლნ დოლარი Victoria’s Secret-თან, Miu Miu-სთან და სხვა ბრენდებთან თანამშრომლობით მიიღო. გასაოცარია, როგორ ინარჩუნებს ადრიანა აქტუალობას. ის 2000 წლიდან Victoria’s Secret-ის მოდელია.

კეიტ მოსი - 5.7 მლნ $

კეიტი ჯერჯერობით წარმატებით თანამშრომლობს ისეთ ბრენდებთან როგორიცაა Versace, Rimmel, Vogue Eyewear და  Stuart Weitzman.

ლიუ ვანი - 4.3 მლნ $

რეიტინგის დებიუტანტმა ჩინელმა მოდელმა 4 მლნ-ზე მეტი გამოიმუშავა H&M, Tiffany & Co. და  Roberto Cavalli-სთან თანამშრომლობის შედეგად.

ჰილარი როდა - 4 მლნ $

რეიტინგის მეექვსე პოზიციაზე ჰილარი როდა უჩვეულოდ აღმოჩნდა. მან შარშან მონაწილეობა მიიღო Nike-სა და Hugo Boss-ის კამპანიებში. როდა დღემდე წარმატებული მოდელია პოდიუმზეც. მას Ralph Lauren-ისა და  Victoria’s Secret-ის შოუებზე იწვევენ.

კაროლინ მერფი - 3.6 მლნ $

წელს კაროლინს სატელევიზიო შოუ Runway: All Stars მიჰყავდა. ასევე მონაწილეობა მიიღო Coach-ის Ann Taylor Loft and Carlo Pazolini-ის გადაღებებში.

ჯოან სმოლსი - 3.5 მლნ $

ჯოან სმოლსმა 3.5 მლნ დოლარი მრავალრიცხვოვან სარეკლამო კამპანიებში და პოდიუმზე გამოსვლით იშოვა.

კენდის სვეინპოლი - 3.3 მლნ $

ისევე, როგორც Victoria’s Secret-ის სხვა მოდელებისთვის, კენდისისთვისაც შემოსავალი ამ კომპანიასთან დადებულ კონტრაქტს მოაქვს. თუმცა, Versace-სა და  Juicy Couture and Max Factor-თან დადებული კონტრაქტები დაეხმარა მოდელს, რეიტინგის მეცხრე ადგილზე მოხვედრილიყო.

ლარა სტოუნი - 3.2 მლნ $

შარშან ორსულობასა და ბავშვის გაჩენას ლარასთვის ხელი არ შეუშლია, გამოემუშავებინა 3.2 მილიონი დოლარი.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია fashionweek.kiev.ua-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება