მონიკა ბელუჩიმ ვენსან კასელთან დაშორების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. "ჩვენი ცხოვრების წესი გახდა იმის მიზეზი, რომ დავშორდით. თუმცა, ჩვენ ერთმანეთი ყოველთვის გვეყვარება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი გზები გაიყარა, ერთმანეთისთვის ყოველთვის დავრჩებით ახლობელ ადამიანებად", - აღნიშნა მონიკამ.
შეგახსენებთ, მონიკა ბელუჩისა და ვენსან კასელის დაშორების შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა. ვარსკვლავების 17-წლიანი ოჯახის დანგრევის შესახებ პრესაში სხვადასხვა მიზეზის განხილვა დაიწყეს.
დასავლური ტაბლოიდების ინფორმაციით, მონიკა და ვენსანი ერთობლივი თანხმობის საფუძველზე გაეყარნენ, წყვილი დიდ დროს ატარებდა ცალ-ცალკე, ბოლო დროს კი საერთოდ იშვიათად ხედავდნენ ერთმანეთს.
48 წლის მონიკა ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა, რომ მეუღლესთან სულ უფრო უჭირდა საერთო ენის გამონახვა. გარდა ამისა, მსახიობის თქმით, ვენსანი, რომელიც მასზე ორი წლით უმცროსია, ძალიან ეჭვიანია.
თუმცა აზერბაიჯანული მედია დასვლური ტაბლოიდებისგან განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს. მათი ვერსიით, წყვილის განქორწინების მიზეზი აზერბაიჯანელ მილიარდერ ტელმან ისმაილოვთან მონიკას სასიყვარულო რომანია.
მომზადებულია lexpress.fr -ის მიხედვით.