ბარაკ ობამა - კონფლიქტში სამხედრო ჩარევა სირიაში მიმდინარე ომზე პოზიტიურ გავლენას იქონიებს

ბარაკ ობამა - კონფლიქტში სამხედრო ჩარევა სირიაში მიმდინარე ომზე პოზიტიურ გავლენას იქონიებს

აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამა მიიჩნევს, რომ სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებამ ზიანი მიაყენა აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს და კონფლიქტში სამხედრო ჩარევა სირიაში მიმდინარე ომზე პოზიტიურ გავლენას იქონიებს.

თუმცა, ტელეკომპანია PBS-სთვის მიცემულ ინტერვიუში ობამამ განაცხადა, რომ ჯერ არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება, დაიწყებს თუ არა აშშ სირიაში სამხედრო ინტერვენციას.

"ჩვენ კონსულტაციები გვაქვს მოკავშირეებთან, რათა მივაღწიოთ საერთაშორისო შედეგებს. გამოითქვა მოსაზრება, რომ ქიმიური იარაღი შესაძლოა მიმართულ იქნას აშშ-ზეც და გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ეს არ მოხდება", - განაცხადა ბარაკ ობამამ აშშ-ს საზოგადოებრივ არხ PBS-სთან საუბრისას.

აშშ-ის პრეზიდენტის კომენტარი გაერო-ს გენერალური მდივნის ბან კი მუნის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც განაცხადა, რომ "მშვიდობას შანსი უნდა მიეცეს და კონფქლიტი დიპლომატიური მოლაპარაკებების გზით მოგვარდეს".

თუმცა, დიდი ბრიტანეთი მოითხოვს, რომ გაერო-ს უშიშროების საბჭომ ერთხმად მიიღოს რეზოლუცია, რომელიც მიმართული იქნება სირიის მშვიდობიანი მოქალაქეების დასაცავად, რაც გარკვეულწილად სირიაში სამხედრო ინტერვენციას გულისხმობს.

სირიის კონფლიქტში საერთაშორისო ჩარევას ეწინააღმდეგება ბაშარ ალ-ასადის მოკავშირე რუსეთი და ყველანაირად ბლოკავს გაერო-ს უშიშროების საბჭოს ერთიანი გადაწყვეტილებას მიღებას.

აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის გარდა, სირიაში სამხედრო ინტერვენციას მხრს უჭერს საფრანგეთიც.

21 აგვისტოს დამასკოში განხორციელებული თავდასხმის შედეგად 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, სირიის შეიარაღებულმა ძალებმა მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენეს.

მომზადებულია PBS-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა