ვენეციის ფესტივალზე ჯორჯ კლუნს სანდრა ბალოკის უკანალიდან ხელი არ აუღია

ვენეციის ფესტივალზე ჯორჯ კლუნს სანდრა ბალოკის უკანალიდან ხელი არ აუღია

ვენეციის კინოფესტივალი ჰოლივუდის ვარსკვლავების, სანდრა ბალოკისა და ჯორჯ კლუნის ფილმმა "გრავიტაციამ" გახსნა.

მსახიობები ფოტოგრაფებისთვის წითელ ხალიჩაზე პოზირებდნენ და ავტოგრაფებსაც გულუხვად არიგებდნენ. თუმცა, ფოტოგრაფების ყურადღება ჯორჯისა და სანდრას უჩვეულო ურთიერთობამ მიიპყრო. გულშემატკივრებს ისეთი შთაბეჭდილება დარჩათ, რომ კინოფესტივალზე ვარსკვლავები ერთმანეთს ეფლირტავებოდნენ.

წითელ ხალიჩაზე ჯორჯს მთელი საღამო ხელი სანდრას უკანალზე ედო. ფოტოგრაფების მხოლოდ იმ ჯგუფს გაუმართლა, რომლებმაც მათკენ ზურგით მდგარი ჯორჯი და სანდრა გადაიღეს.

ოფიციალურ წვეულებაზე სანდრას წითელი კაბა ეცვა. წინა დღეს კი წყვილმა იახტით გაისეირნა.

49 წლის ბალოკი ძველი იმიჯიდან რადიკალურად შეცვლილია. მსახიობმა შესამჩნევად დაიკლო წონაში და ისეთი დიზაინის კაბები შეარჩია, რომელიც მის სექსუალურობას უსვამს ხაზს.

მსახიობმა ახალი იმიჯის მოსარგებად ჰოლივუდში მოღვაწე ცნობილი სტილისტი ელიზაბეტ სტიუარტი დაიქირავა. ელიზაბეტის ვიპ-კლიენტთა შორის ჯულია რობერტსი, ჯესიკა ჩესტეინი, ჯენიფერ ლოურენსი და კეიტ ბლანშეტი არიან.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება