"ცეკვავენ ვარსკვლავებში" ნინა წკრიალაშვილი და გუგა კუზანოვი იცეკვებენ

"ცეკვავენ ვარსკვლავებში" ნინა წკრიალაშვილი და გუგა კუზანოვი იცეკვებენ

პროექტი "ცეკვავენ ვარსკვლავები" III სეზონისთვის გუნდს აყალიბებს. ჯგუფი ცნობილი ადამიანებით თანდათან ივსება და როგორც შევიტყვეთ, მესამე სეზონზე შოუში მომღერალი ნინა წკრიალაშვილი და პლასტიკრი ქირურგი - გუგა კუზანოვი იცეკვებენ.

შოუს 6 წევრი უკვე შერჩეულია, ესენი არიან: ქალაქური სიმღერების შემსრულებელი - გია სურამელაშვილი, ევროპის ჩემპიონი წყალში ხტომაში, სიდნეის ოლიმპიადის მონაწილე - ნანა ნებიერიძე, მსახიობი - გიორგი ყიფშიძე, ქართული წარმომავლობის უკრაინელი ვარსკვლავი - იულია ქავთარაძე.

როგორც ორგანიზატორები ამბობენ, III სეზონზე არჩევანი სხვადასხვა სფეროს წარმატებულ ადამიანებზე შეაჩერეს. შეგახსენებთ, რომ I სეზონზე პროექტში უმეტესად ტელეწამყვანები მონაწილეობდნენ, II სეზონზე მსახიობები ჭარბობდნენ, მაგრამ თითო ექიმი, როგორც ჩანს, ყოველი სეზონისთვის არის აუცილებელი - I სეზონზე ექიმი აჩიკო მეფარიძე ცეკვავდა, მეორეზე - ექიმი ოთარ ტატიშვილი. მესამე სეზონზე კი ექიმი გუგა კუზანოვი შეირჩა - მოცეკვავე ექიმი ამ შოუს თილისმაა.

რაც შეეხება ნინა წკრიალაშვილს, მისი შეჩევისას, როგორც ჩანს, ორგანიზატორებმა იმ კრიტერიუმით იხელმძღვანელეს, რომ სკანდალური ადამიანია, მის ირგვლივ მუდმივად ხმაურია და ასეთი კონკურსანტი შოუსთვის მომგებიანია. მისი პროექტში მონაწილეობაზე დათანხმება ძნელი არ ყოფილა.

არც გუგა კუზანოვს გამოუდვია დიდი თავპატიჟი, ერთადერთი პრობლემა მისი მძიმე სამუშაო გრაფიკია, რომელიც ალბათ, როგორღაც დარეგულირდება. მთავარია, რომ გუგას ცეკვა ჰყვარებია და დიდი ინტერესით ელოდება შოუს დაწყებას.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

იხილეთ ბმული

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება