ზიმბაბვეში მამაკაცს მუგაბეს პორტრეტის ტუალეტის ქაღალდად გამოყენების გამო ასამართლებენ

ზიმბაბვეში მამაკაცს მუგაბეს პორტრეტის ტუალეტის ქაღალდად გამოყენების გამო ასამართლებენ

ზიმბაბვეს მოქალაქე ტაკურა მუფუმისს პრეზიდენტ რობერტ მუგაბეს წინასაარჩევნო პლაკატის არამიზნობრივი გამოყენებისთვის ასამართლებენ. 24 ივლისს მან პლაკატი ჩამოხია და ტუალეტის ქაღალდად გამოყენებას აპირებდა.

ბრალდების მხარის მოწმის თქმით, იგი ქალაქ მასვინგოს ერთ-ერთ ბარში იმყოფებოდა, როდესაც წინასაარჩევო პლაკატი აიღო და ტუალეტისკენ გაემართა, ამ ფაქტის შემსწრე მას უკან დაედევნა და პოლიციას ჩააბარა.

სასამართლო განხილვა უახლოს მომავალში იგეგმება. რა სასჯელი ელის კანონდამრღვევს, უცნობია. ზიმბაბვეში წინასაარჩევნო პლაკატების გაფუჭება კანონდარღვევად ითვლება.

31 ივლისს ზიმბაბვეში არჩევნები გაიმართა, რომელშიც რობერტ მუგაბე მერვედ აირჩიეს.

მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა