გუგა კუზანოვი: "ახლა ცეკვავენ ვარსკვლავებში" ვიცეკვო თუ ოპერაცია გავაკეთო?!"

გუგა კუზანოვი: "ახლა ცეკვავენ ვარსკვლავებში" ვიცეკვო თუ ოპერაცია გავაკეთო?!"

პლასტიკური ქირურგი გუგა კუზანოვი "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობას დასთანხმდა.  "ამბები.გე" გუგა კუზანოვს დაუკავშირდა. 

- როდესაც შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! მიიღეთ იმასთან დაკავშირებით, რომ "ცეკვავენ ვარსკვლავებში" უნდა გეცეკვათ, რა გრძნობა დაგეუფლათ?

- ძალიან მოულოდნელი წინადადება იყო, მაშინვე ვიფიქრე, ოპერაცია გავაკეთო თუ ვიცეკვო-მეთქი, მაგრამ რა, მსოფლიოში მიღებული რამ არის, როდესაც ცნობილი ადამიანები ასეთ შოუებში მონაწილეობენ.

- III სეზონზე ბევრი სახვადასხვა სფეროს წარმატებულმა წარმომადგენელმა მოიყარა თავი...

- რაც ძალიან კარგია, საინტერესოა ამდენ სხვადასხვა სფეროს ადამიანთან ურთიერთობა. ამაში ცუდი არაფერია. ჯერ ერთი, იქ ჩემი ბევრი ნაცნობი მონაწილეობს, რომლებთანაც კავშირები მაქვს.

- მათ შორის, თქვენი ყოფილი პაციენტებიც ხომ არ არიან?

- არა, ყოფილი პაციენტები არ არიან.

- პოტენციური პაციენტები?

- (ღიმილით ამბობს) ჰოო, ეს არ ვიცი. საკითხს მაინცდამაინც თუ ასე მივუდგებით, მაშინ ნახევარი საქართველო მეტ-ნაკლებად ჩემი პოტენციური პაციენტია. მათი სხეულის ესა თუ ის ნაწილი კორექციას ექვემდებარება...

- პროექტისთვის ვარსკვლავები სერიოზულად ემზადებიან ხოლმე. ხანგრძლივ რეპეტიციებს გადიან. თქვენი მძიმე სამუშაო გრაფიკის ფონზე როგორ მოახერხებთ ამას?

- პროექტის ხელმძღვანელებს ვთხოვე, რომ ამის გამო ჩემთვის რაღაც შეღავათები მოეცათ: რომ რეპეტიციაზე, ქორეოგრაფებთან შედარებით გვიან მივიდე, ან ხანდახან გავაცდინო კიდეც. ისინი დამთანხმდნენ, - თქვენს გრაფიკს მოვერგებითო.

- რაც შეეხება თვითონ ცეკვას, ცეკვავთ საერთოდ?

- ბავშვობიდან ძალიან მიყვარს ცეკვა, რადგანაც ცეკვა კარგ განწყობილებას მიქმნის. ხოლო ეს საქმიანობა თუ რა შედეგს მომიტანს შოუში, ამას ცოტა ხანში ვნახავთ. უბრალოდ, ცუდი ის არის, რომ ხანდახან მუხლი მაწუხებს და კარგი იქნება, თუ მაინცდამაინც მაშინ არ გამიხსენებს ტკივილი თავს. თუ ასე მოხდა, მაშინ ჩემ მდგომარეობაში მეტად უნდა შევიდნენ ქორეოგრაფები და ძალიან არ დამტვირთონ. ისე, ისინი თუ გაითვალისწინებენ იმასაც, რომ ქირურგი ვარ და ცეკვებსაც შესაბამის, პროფესიასთან მიახლოებულ კომპოზიციებს შეურჩევენ, მოხარული ვიქნები. ეს ხუმრობით, ისე კი, მათ უკეთ იციან ყველაფერი, რასაც შემომთავაზებენ, იმას ვიცეკვებ. აბა, მე რა უნდა ვურჩიო? ეს იგივეა, მათ რომ ოპერაციის მსვლელობისას რაიმე მითითება მომცენ...

- თქვენი ოჯახი - მამა, მეუღლე - ამ ყველაფერს როგორ შეხვდა?

- ყველა დადებითად შეხვდა, არ უთქვამთ, - ეს რა გადაგიწყვეტიაო... თუმცა ამ წინადადებაზე მაშინვე მეც არ მითქვამს თანხმობა. დრო მომეცით-მეთქი, - ვუთხარი. მამაჩემის, როგორც კლინიკის ხელმძღვანელის აზრი მაინტერესებდა. საინტერესო იყო ჩემი მეუღლის აზრიც, ასევე ჩვენი კომპანიის პიარმენეჯერის, მაგრამ ყველანი მშვიდად და კარგად შეხვდნენ ამ ამბავს. ასე რომ, ვნახოთ, რა იქნება...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

იხილეთ ბმული

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება