ნინა წკრიალაშვილი: "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობით გლოვა არ დამისრულებია"

ნინა წკრიალაშვილი: "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობით გლოვა არ დამისრულებია"

მომღერალი ნინა წკრიალაშვილი კვლავაც საზოგადოების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა - კონკურს "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მიიღებს მონაწილეობას. მიაჩნია, რომ მის ცხოვრებაში ახლა საუკეთესო დროა ცეკვისთვის და საზოგადოების მხარდაჭერის იმედიც აქვს... ნინა "ამბები.გე"-ს ამ თემასთან დაკავშირებით ესაუბრა.

- რომ გითხრეს,'"ცეკვავენ ვარსკვლავებში" უნდა იცეკვოო, რა რეაქცია გქონდა?

- შემიძლია, ვთქვა, რომ სამივე სეზონის დაწყების წინ მქონდა შოუს ორგანიზატორებისგან შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო!, მაგრამ წინა ორის შემთხვევაში, ვერ მოვიცალე, - მაშინ ვმუშაობდი. ახლა ვფიქრობ, საუკეთესო დროა ცეკვისთვის.

- გიყვარს ცეკვა?

- ცეკვა ბავშვობიდან ძალიან მიყვარს, მაგრამ არასდროს პროფესიულ დონეზე არ მიცეკვია. ამ პროექტში მონაწილეობა ჩემთვის დიდი გამოცდა იქნება. თან, ძალიან დიდი გამოცდა და გამოწვევა, რომლისთვისაც ამ ეტაპზე მზად ვარ, ისევე როგორც ყველა სხვა გამოწვევისთვის.

- რა აზრი აქვს, კონკურსში მონაწილეობას, თუ მოგებაზე არ იფიქრე, ალბათ, უკვე ფიქრობ კიდევაც გამარჯვებაზე, არა?

- რა თქმა უნდა, დიდი გამარჯვების სურვილი მაქვს, რაც, ალბათ, სრულიად ჯანსაღი ამბიციაა და ეს ნებისმიერ მონაწილეს სურს. თუ ამაზე არ ფიქრობ, კონკურსში მონაწილეობაც უაზრობაა. ამასთან, მზად უნდა იყო წაგებისთვისაც.

- შენმა შვილმა რომ გაიგო, რომ შოუში აპირებ ცეკვას, რა გითხრა?

- შვილმა წარმატება მისურვა. ის ყოველთვის პატივს სცემს ჩემს ყველა გადაწყვეტილებას და მაქსიმალურად მგულშემატკივრობს.

- შენ გარშემო სულ ხმაურია, აღნიშნული შოუ ნინა წკრიალაშვილის მონაწილეობით, როგორ გგონია, ხმაურის გარეშე ჩაივლის?

- ზოგადად მიჩნეულია, რომ სიჩუმე ხმაურზე სახიფათოა... არასდროს ვხმაურობ მიზანდასახულად. ჩემ გარშემო ხმაურს ის ადამიანები ტეხენ, რომლებიც სიჩუმეში ცხოვრობენ...

- როგორ ფიქრობ, ამ შენს ახალ ნაბიჯს ხალხი როგორ შეხვდება?

- ამ ყველაფერს ხალხი როგორ შეხვდება, ამას ვნახავთ. თუმცა იმედი მაქვს, რომ მაინც დადებითად შემაფასებენ.

- ამ შოუში მონაწილეობით რა ეტაპი იწყება შენს ცხოვრებაში?

- ჩემი ყოველი დღე ცხოვრების ახალი ეტაპია იმიტომ, რომ ჩემი ცხოვრება სავსეა მოულოდნელობებით. მჯერა, რომ ყველაფერი ახალი ჩემთვის მხოლოდ სასიკეთოა. ამიტომ, მიმაჩნია, რომ ახლაც საინტერესო, რთული და სწორედ სასიკეთო ეტაპი იწყება.

- ვიღაცებმა უკვე იკითხეს, - ნინამ გლოვა უკვე დაამთავრაო (ნინას ცოტა ხნის წინ, ყოფილი ქმარი დაეღუპა).. რას ეტყვოდი მათ?..

- ხალხის დასანახავად არასოდეს ვგლოვობ და ვმხიარულობ... ეს ის ტკივილია, რომელიც არასდროს დამთავრდება. გარედან როგორ ჩანს, ნამდვილად არ ვიცი...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

იხილეთ ბმული

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება