''მოდის სამყაროს ნიანგი დანდი'', ექსტრავაგანტური ამერიკელი, მილიარდერი ჯეიმს გოლდშტეინი, რომელიც ფეშენჩვენებებისა და ელიტური წვეულებების მუდმივი სტუმარია, დიზაინერობას გეგმავს.
თუ ადრე ამ მხნე და საინტერესოდ ჩაცმულ ხანდაზმულ მამაკაცს ყველა ამჩნევდა და არ ავიწყდებოდათ, ახლა შეუძლიათ, მისი სტილი მოირგონ. ჯეიმსმა გადაწყვიტა, უცნაური სტილით მასებში გავიდეს. მილანში მოდის კვირეულზე გოლდშტეინმა თავისი პირველი კოლექცია წარმოადგინა.
ჯეიმს გოლდშტეინი ერთ-ერთი ყველაზე ეპატაჟური და იდუმალი ბოჰემური პერსონაჟია. არავინ იცის, რამდენი წლისაა, რას აკეთებს და რით იშოვა დიდი ფული. სამაგიეროდ, ცნობილია, რომ კალათბურთის ფანია, გამუდმებით დადის მოდურ ჩვენებებზე, აღიარებს, რომ წელიწადში დაახლოებით 200 შოუს ესწრება, მის უძვირფასეს სახლში კი ისეთი ფილმების გადაღებები მიმდინარეობდა, როგორებიცაა ''ჩარლის ანგელოზები'' და ''დიდი ლებოვსკი''.
იხილეთ სტატიის სრული ვერსია