ბარაკ ობამა - აშშ სირიაში "შეზღუდულ მოქმედებებს" განახორციელებს

ბარაკ ობამა - აშშ სირიაში "შეზღუდულ მოქმედებებს" განახორციელებს

აშშ სირიაში "შეზღუდულ მოქმედებებს" განახორციელებს, სირიის შეიარაღებული ძალების მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების საპასუხოდ. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა. აშშ-ს პრეზიდენტის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება არ არის საბოლოო და გამორიცხავს ამერიკელი ჯარისკაცის სირიის მიწაზე ყოფნას. მისივე თქმით, თეთრი სახლი არ განიხილავს სირიაში სახმელეთო და გრძელვადიან სამხედრო ოპერაციას, მაგრამ ბაშარ ალ-ასადმა პასუხი უნდა აგოს საკუთარი ხალხის მკვლელობაზე.

"ჩვენ ვერ მივიღებთ მსოფლიოს, სადაც ქალები, ბავშვები და უდანაშაულო მოქალაქეები გაზით მოწამლეს. მსოფლიო უნდა დარწმუნდეს, რომ ჩვენ ვიცავთ ქიმიური იარაღის გამოყენების საწინააღმდეგო ნორმებს", - განაცხადა ბარაკ ობამამ და დასძინა, რომ 21 აგვისტოს დამასკოში, ქიმიური იარაღის გამოყენება "გამოწვევა იყო მსოფლიოსთვის, რომელიც დაემუქრა აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს".

ბარაკ ობამას განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე, აშშ-ის სახელმწიფო მდივნმა ჯონ ქერიმ განცხადა, რომ აშშ-ის სადაზვერვო სამსახურის ინფორმაციით, სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებას 1 429 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 426 ბავშვი. ამასთან, სირიის შეიარაღებული ძალების მიერ ქიმიური იარაღის გამოსაძიებლად ჩასულმა გაერო-ს ექსპერტთა ჯგუფმა 30 აგვისტოს მუშაობა დაასრულა. თუმცა, გაერო-ს გენერალური მდივნის ბან კი მუნის განცხადებით, ექსპერტთა საბოლოო დასკვნის გამოქვეყნება ორი კვირის განმავლობაში მოხდება.

სირიაში სამხედრო ინტერვენციაზე უარი თქვა დიდმა ბრიტანეთმა. საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის განცხადებით კი, მიუხედავად დიდი ბრიტანეთის უარისა, საფრანგეთი მზად არის სამხედრო მოქმედებები განახორციელოს ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წინააღმდეგ.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა