სირია დასავლეთთან შეტაკებისთვის მოემზადა

სირია დასავლეთთან შეტაკებისთვის მოემზადა

სირიის ხელისუფლება დასავლეთის მხრიდან სამხედრო იერიშისთვის მოემზადა. "ჩვენ თავდასხმას ყოველ წუთს ველოდებით და მზად ვართ ნებისმიერ მომენტში მივიტანოთ საპასუხო იერიში", - აღნიშნავს "ფრანს პრესის" წყარო სირიის უსაფრთხოების სამსახურიდან.

სირია უკვე დატოვეს გაეროს ინსპექტორებმა, რომლებიც დამასკოში ქიმიური იარაღის გამოყენების მოვლენებს იკვლევდნენ.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ სირიის შეიარაღებული ძალების მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების საპასუხოდ, აშშ სირიაში "შეზღუდულ მოქმედებებს" განახორციელებს. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება არ არის საბოლოო და გამორიცხავს ამერიკელი ჯარისკაცის სირიის მიწაზე ყოფნას. მისივე თქმით, თეთრი სახლი არ განიხილავს სირიაში სახმელეთო და გრძელვადიან სამხედრო ოპერაციას, მაგრამ ბაშარ ალ-ასადმა პასუხი უნდა აგოს საკუთარი ხალხის მკვლელობაზე.

სირიაში სამხედრო ინტერვენციაზე უარი თქვა დიდმა ბრიტანეთმა. საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის განცხადებით კი, მიუხედავად დიდი ბრიტანეთის უარისა, საფრანგეთი მზად არის სამხედრო მოქმედებები განახორციელოს ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წინააღმდეგ.

მომზადებულია afp.com-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა