ისრაელის არმია საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი

ისრაელის არმია საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი

ისრაელის შეიარაღებული ძალები საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი. ქვეყნის საბრძოლო მზადყოფნა უახლოეს დღეებში აშშ-სა და მისი მოკავშირეების მიერ სირიაზე შესაძლო სამხედრო დარტყმას უკავშირდება. სირიაში საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემთხვევაში, ისრაელის სამხედრო ხელმძღვანელობას სირიის მხრიდან სარაკეტო დარტყმის ეშინია.

არსებული ცნობით, ქვეყნის ცენტრალურ და ჩრდილო ნაწილებში ისრაელის არმიამ Patriot-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები განალაგა, რომლებმაც შესაძლო სარაკეტო დარტყმები უნდა მოიგერიონ. მათი ზუსტი ადგილმდებარეობა და რაოდენობა გასაიდუმლოებულია. თუმცა ცალსახაა, რომ თავის დასაზღვევად სირიის საზღვართან ისრაელი ჰაერსაწინააღმდეგო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვას აძლიერებს.

სირიაში მიმდინარე სამოქალაქო დაპირისპირებაში ისრაელს, რომელიც მხარს არც პრეზიდენტ ასადსა და არც მეამბოხეების უჭერს, ნეიტრალური პოზიცია უკავია.

რამდენიმე დღის წინ სირიის ინფორმაციის მინისტრმა ჰალაფ ალ-მაფტანჰმა განაცხადა, რომ აშშ-სა და მისი მოკავშირეების მხრიდან სირიის სუვერენიტეტის შელახვისა და პრეზიდენტ ასადის რეჟიმის დამხობის მცირე მცდელობის შემთხვევაშიც კი, დამასკო ისრაელზე მასიურ საპასუხო დარტყმას განახორციელებს.

"ჩვენი სახელმწიფო მოვლენების განვითარების ყველა შესაძლო ვარიანტისთვის სრულ მზადყოფნაში იმყოფება და ყველა ქმედებას ადეკვატურ პასუხს გასცემს", - ნათქვამია მინისტრის განცადებაში.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ military-informant.com-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა