ბარაკ ობამამ გადაწყვიტა სირიაზე სამხედრო იერიში მიიტანოს

ბარაკ ობამამ გადაწყვიტა სირიაზე სამხედრო იერიში მიიტანოს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა სირიაზე სამხედრო დარტყმის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ ცოტა ხნის წინ, თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"მე მივიღე გადაწყვეტილება სირიის წინააღმდეგ გამოვიყენო სამხედრო ძალა",- განაცხადა ობამამ. მისივე თქმით, აპირებს ამ საკითხზე ნებართვისთვის კონგრესს მიმართოს. სირიის შესახებ საკითხი კონგრესის სესიაზე გავა, რომელიც 9 სექტემბერს უნდა დაიწყოს.

ობამას განცხადებით, ვაშინგტონი აპირებს სირიასთან დაკავშირებით გაერო-ს უშიშროების საბჭოს ნებართვის გარეშე იმოქმედოს. "ჩვენ შეგვიძლია გავაგრძელოთ სვლა წინ გაერო-ს უშიშროების საბჭოს თანხმობის გარეშეც, რომელიც მთლიანად პარალიზებულია და არ სურს ბაშარ ასადის პასუხისგებაში მცემა"- აღნიშნა ობამამ.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა