სკარლეტ იოჰანსონი მსოფილო კინომატოგრაფში ყველაზე სექსუალურ ქალად აღიარეს

სკარლეტ იოჰანსონი მსოფილო კინომატოგრაფში ყველაზე სექსუალურ ქალად აღიარეს

ბრიტანელმა კინომოყვარულებმა კინომატოგრაფის ისტორიაში ყველაზე სექსუალურ მსახიობად სკარლეტ იოჰანსონი აღიარეს. მან ამ გამოკითხვაში სახელგანთქმული ვარსკვლავები - მერილინ მონრო, ანჯელინა ჯოლი და ნატალი პორტმანი უკან ჩამოიტოვა.

გამოკითხულებმა ერთხმად აღიარეს, რომ მსოფლიო კინომატოგრაფის ყველაზე სექსუალური ქალის ტიტულს სწორედ ქერა იოჰანსონი იმსახურებს. მეორე ადგილი ექვსი შვილის დედამ, ანჯელინა ჯოლიმ დაიკავა, მესამე ადგილზე ნატალი პორტმანი აღმოჩნდა. მას ემა სტოუნი, მერილინ მონრო, კამერონ დიასი და ჰოლი ბერი მოსდევენ. მერვე და მეცხრე პოზიციები ჯულია რობერტსმა და გრეის კელიმ გაინაწილეს. სექსუალური კინოვარსკვლავების ათეულს ბრიჯიტ ბარდო ასრულებს.

ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ ცნობილი ჰოლივუდელი ლამაზმანები, ჯენიფერ ენისტონი და მილა კუნისი სიის მიღმა დარჩნენ.

გამოკითხვა ბრიტანეთში ჩატარდა და მასში 21 000 ადამიანი მონაწილეობდა.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება