ქეთა თოფურიას საქორწინო კაბა პარიზიდან ორი ყუთით ჩამოიტანეს

ქეთა თოფურიას საქორწინო კაბა პარიზიდან ორი ყუთით ჩამოიტანეს

რუსეთში მოღვაწე ქართველ მომღერალ ქეთა თოფურიასა და ბანკირ ლევ გეიხმანის ქორწილი 9 სექტემბერს გაიმართება. წყვილი საქორწინო სამზადისშია. ახლახან პარიზიდან თვითმფრინავით ქეთას საქორწინო კაბა ჩამოვიდა, რის შესახებაც მომღერალმა Instagram-ში დაწერა.

მართალია, შეძენილი კაბა ვარსკვლავს არ გამოუმზეურებია, სამაგიეროდ, სოციალური ქსელის მომხმარებელს აჩვენა, თუ როგორ ჩამოვიდა იგი.

"აი კაბაც, ეს გოგონა გაოგნებული იყო, როდესაც ჩემი ბარგი ნახა",- მიაწერა ქეთამ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოს.

ფოტოზე აეროპორტის თანამშრომელს ურიკით ორი უზარმაზარი ყუთი მიაქვს. ქეთამ ფუმფულა ქვედაბოლოიანი კაბა შეუკვეთა, რომელიც დიდ ადგილს იკავებს. კაბა რომ არ დაზიანებულიყო, იგი დიდ ყუთში მოათავსეს.

ცნობილია, ვინ გახდება საზიემო ბანკეტის თამადა: ქორწილს მომღერლის მეგობარი ალექსეი ჩუმაკოვი გაუძღვება.

მომზადებულია eg.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება