რა მან­ქა­ნე­ბი ჰყავთ ქარ­თველ ვარ­სკვლა­ვებს

რა მან­ქა­ნე­ბი ჰყავთ ქარ­თველ ვარ­სკვლა­ვებს

ქარ­თვე­ლი ვარ­სკვლა­ვე­ბი ძი­რი­თა­დად ჯი­პის ტი­პის ავ­ტო­მო­ბი­ლებს სწყა­ლო­ბენ, პო­პუ­ლა­რუ­ლია "ჰი­უნ­და­ი­სა" და "ბე ემ ვეს" მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი. ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი მან­ქა­ნე­ბი მომ­ღე­რალ ნი­ნო ჩხე­ი­ძეს ჰყავს. ნი­ნო ქა­ლაქ­ში "იქს 6"-ით და "ჰი­უნ­და­ის" მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლით გა­და­ად­გილ­დე­ბა. რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ ნი­ნო მე­ლი­ქიშ­ვილ­ზე "ჰი­უნ­და­ის" მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლით ავ­ტო­ა­ვა­რი­ა­ში მოყვა. მი­სი მან­ქა­ნე­ბის ნომ­რე­ბია NIO 001 და NIO 111. ამ­ბო­ბენ, რომ მომ­ღე­რა­ლი კარ­გი და კა­ნონ­მორ­ჩი­ლი მძღო­ლი­ა, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე თვის წინ მას ხში­რად აჯა­რი­მებ­და პატ­რუ­ლი. ამის შე­სა­ხებ მომ­ღე­რალ­მა "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე არა­ერ­თხელ და­პოს­ტა.

კარ­გი მძღო­ლია მომ­ღე­რა­ლი ნი­ნა წკრი­ა­ლაშ­ვი­ლი, მას "მერ­სე­დე­სის" მარ­კის შა­ვი ავ­ტო­მო­ბი­ლი ჰყავს, ნომ­რით "MNშ 333", რა დატ­ვირ­თვა აქვს ამ ინი­ცი­ა­ლებს მომ­ღერ­ლის­თვის - უც­ნო­ბი­ა. "ჰი­უნ­და­ის" მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლი ჰყავს მო­დელ­სა და თბი­ლი­სის მო­დის კვი­რე­უ­ლის ორ­გა­ნი­ზა­ტორ თა­კო ჩხე­ი­ძეს. "ინ­ფი­ნი­ტის" მარ­კის ჯი­პი ჰყავს მსა­ხი­ობ შო­რე­ნა ბე­გაშ­ვილს, მი­სი თქმით, ავ­ტო­მო­ბი­ლი სა­კუ­თა­რი ჰო­ნო­რა­რით შე­ი­ძი­ნა. შო­რე­ნა ბე­გაშ­ვი­ლი კა­ნონ­მორ­ჩი­ლი მძღო­ლი­ა, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­კუ­თა­რი პო­პუ­ლა­რო­ბა პატ­რულ­თან ვე­რა­ფერ­ში ეხ­მა­რე­ბა. მე­ტიც - ერ­თხელ, დი­ლის 7 სა­ათ­ზე გა­და­ღე­ბა­ზე მი­დი­ო­და, მარ­თვის მოწ­მო­ბა შინ დარ­ჩა და პატ­რულ­მა ამის გა­მო ავ­ტო­მო­ბი­ლი ჩა­მო­არ­თვა.

"მერ­სე­დე­სის" მარ­კის ვერ­ცხლის­ფე­რი ჯი­პი ჰყავს მომ­ღე­რალ მე­რაბ სე­ფაშ­ვილს, ნომ­რით მეს 101, რაც, მომ­ღერ­ლის გან­ცხა­დე­ბით, ასე იშიფ­რე­ბა - "მე­რაბ ედუ­არ­დის ძე სე­ფაშ­ვი­ლი" აღ­მოჩ­ნდა, რომ "მერ­სე­დე­სი" სე­ფაშ­ვი­ლის საყ­ვა­რე­ლი ბრენ­დი­ა, ის ავ­ტო­მო­ბი­ლის ყვე­ლა დე­ტალ­ში ად­ვი­ლად ერ­კვე­ვა. "ფი­ა­ტის" მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლი ჰყავს ტე­ლე­წამ­ყვან ნუ­კი კოშ­კე­ლიშ­ვილს. ნუ­კი ახალ­ბე­და მძღო­ლი­ა, რო­გორც მსა­ხი­ობ­მა ერ­თ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნაცხ­ა­და, "ფი­ა­ტი" ჯე­ნი­ფერ ლო­პე­სის კლიპ­ში ნა­ხა და ამი­ტომ გა­დაწყ­ვი­ტა მი­სი ყიდ­ვა. მან­ქა­ნის ნო­მე­რი მი­სი ინი­ცი­ა­ლე­ბის­გან "ნუკ" შედ­გე­ბა. არა­ვის რჩე­ბა შე­უმ­ჩნე­ვე­ლი 21 წლის "მის სა­ქარ­თვე­ლოს" - ჯა­ნეტ ქერ­დი­ყოშ­ვი­ლის ავ­ტო­მო­ბი­ლი. ჯა­ნეტ­მა მარ­თვა 12 წლი­სამ ის­წავ­ლა. მარ­თვის მოწ­მო­ბა ცო­ტა ხნის წინ აი­ღო და დი­დი ხნის ფიქ­რის შემ­დეგ არ­ჩე­ვა­ნი ყვი­თელ "ჰი­უნ­დაი ვე­ლოს­ტერ­ზე" შე­ა­ჩე­რა. ჯა­ნეტ ქერ­დი­ყოშ­ვი­ლი ქა­ლაქ­ში ნომ­რით ჟNთ 111 გა­და­ად­გილ­დე­ბა. გა­გიკ­ვირ­დე­ბათ და, სქე­სის მი­ხედ­ვით ჰყოფს მან­ქა­ნებს მუ­სი­კო­სი რო­მა რცხი­ლა­ძე. მას 3 ავ­ტო­მო­ბი­ლი ჰყავს. რო­მა ქა­ლაქ­ში ძი­რი­თა­დად 1935 წელს გა­მოშ­ვე­ბუ­ლი "ფოლ­კსვა­გენ ხო­ჭო­თი" გა­და­ად­გილ­დე­ბა.

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება