პეტერბურგში სილვესტერ სტალონეს ნახატების გამოფენა გაიმართება

პეტერბურგში სილვესტერ სტალონეს ნახატების გამოფენა გაიმართება

შემოდგომაზე პეტერბურგში მსახიობისა და რეჟისორის, სილვესტერ სტალონეს ნახატების გამოფენა გაიმართება. მსახიობი "რუსეთის მუზეუმში" ნახატებს თავად ჩაიტანს. გამოფერნის ინიციატორი ცნობილი ხელოვნებათმცოდნე იოსიფ კიბლიცკია.

მისი თქმით მსახიობის ნამუშევრები გამოფენათა სერია - "ცნობილთა ნახატებში" კარგად ეწერება.

რაც შეეხება სტალონეს ნამუშევრების მხატვრულ ღირებულებას, კიბლიცკი ირწმუნება, რომ სტალონე მოყვარულივით არ ხატავს: "არაპროფესიონალები სტალონეს ნახატებს დღეისთვის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული მხატვარ - აბსტრაქციონისტ ჟან-მიშელ ბასკიას ნახატებისგან ვერ არჩევენ, რომლის ნახატები მილიონებად იყიდება. მსახიობის ნახატებს ეჭვგარეშეა მხატვრული ღირებულება აქვს. გარდა ამისა, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო ცნობადობის მსახიობი საკუთარ ნახატებს კი არ ყიდის, არამედ ჩუქნის და ამით საკუთარ მოღვაწეობას სოციალურ აქტად აქცევს",-ამბობს კიბლიცი.

გამოფენაზე, რომელიც 27 ოქტომბრიდან 27 ნოემბრამდე გაგრძელდება, სტალონეს დაახლოებით 30 ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია starslife.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება