ნიკა წულუკიძემ ჯვარი დაიწერა

ნიკა წულუკიძემ ჯვარი დაიწერა

ზუსტად ერთი თვის წინ, თეატრმცოდნე ნიკა წულუკიძემ ჩემთან ინტერვიუში აღნიშნა, სიყვარულის ობიექტი ნაპოვნი მყავს და ცოტა ხანში, ალბათ, ამ ყველაფერს გაგრძელება ექნებაო...

და აი, 1-ელ სეტემბერს ნიკა წულუკიძემ ჯვარი დაიწერა, ხელი მოაწერა და ქორწილიც გადაიხადა. გუშინ საღამოს, 11 საათზე "ფეისბუქის" მომხმარებლებისთვის ნიკა წულუკიძის ქორწილიდან ონლაინრეჟიმში ტელეჟურნალისტი ნანიკო ხაზარაძე, რომელიც ქორწილში იმყოფებოდა, პატარ-პატარა ვიდეორგოლებს საიტზე ტვირთავდა.

როგორც ამბობენ, ნიკას რჩეული თეკლა კოსტავა ერთ-ერთ ბანკში მუშაობს, მაგრამ არ უყვარს პრესასთან ურთიერთობა. ალბათ, ეს იყო იმის მიზეზიც, რომ ნიკას ქორწილის შესახებ პრესამ არაფერი იცოდა. წყვილმა ერთმანეთი რამდენიმე თვის წინ გაიცნო და თურმე მაშინვე მიხვდნენ, რომ მათი ურთიერთობა ქორწინებით უნდა დასრულებულიყო.

ასეც მოხდა: ნიკამ და თეკლამ ჯვარი გუშინ სიონში დაიწრეს, ხელი გუშინვე მოაწერეს და საზოგადოება საკუთარ ქორწილში მიიწვიეს. როგორც შევიტყვეთ, იყო ტრადიციული ქართული ქორწილი. ნანიკოს მიერ გადაღებულ კადრებში სტუმართა შორის კარგად ჩანდა მსახიობი კახი კავსაძე და თეატრმცოდნე ვასო კიკნაძე, რომელიც ნიკას პედაგოგია. იყვნენ ასევე ახალგაზრა თაობის მსახიობებიც. თამადა კი ნიკას მეგობარი, მსახიობი კახა მიქიაშვილი გახლდათ, ადამიანი, რომელსაც თავის დროზე ნიკამ მომავალი მეუღლე - სალომე არშბა გააცნო. ქორწილში იყვნენ - ნანუკა ჟორჟოლიანი, ნატო მეტონიძე, ლიზა ბაგრატიონი...

ნანიკო ხაზარაძის მიერ გადაღებული ვიდეომასალის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, საკუთარ ქორწილში სიძე საკმაოდ აქტიურობდა, - მეუღლესთან ერთად საცეკვაო ნომერი შეასრულა, ამასთან, თეკლას უმღერა კიდეც, რითაც საჯაროდ კიდევ ერთხელ აუხსნა სიყვარული.

ქორწილის შემდეგ წყვილი უცხოეთში საქორწინო მოგზაურობაში გაემგზავრა. ასე რომ, თეატრმცოდნეს ახლა თაფლობის თვე აქვს.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება