ჰაიდი კლუმი საყვარელთან ერთად ისვენებს

ჰაიდი კლუმი საყვარელთან ერთად ისვენებს

გერმანელი მოდელის, ჰაიდი კლუმისა და ბრიტანელი მომღერლის, სილის ოჯახი შარშან 7-წლიანი ქორწინების შემდეგ დაინგრა. განქორწინებამ სკანდალის გარეშე ჩაიარა. მშობლის მოვალეობის შესრულებაზე ჰაიდის და სილს არ უკამათიათ.

ჰაიდი კლუმსა და სილს 4 შვილი ჰყავთ: 9 წლის ლენი ( იგი მოდელს "ფორმულა 1"-ის იტალიური გუნდის დირექტორ ფლავიო ბრიატორესგან ჰყავს, მაგრამ სილმა გოგონა ოფიციალურად იშვილა), 7 წლის ჰენრი, 6 წლის იოჰანი და 3 წლის ლუ. განქორწინების შემდეგ მთელ დროს ბავშვები დედასთან ატარებდნენ. მაგრამ მათ ზაფხულის დასვენებას მამა უზრუნველყოფს. ივნისში ისინი ავსტრალიაში იმყოფებოდნენ, ახლა კი სარდინიაში ისვენებენ. ჰაიდი კლუმი კი საყვარელთან, მარტინ კრისტენთან ერთად ტაიტიზე გაემგზავრა.

მომზადებულია eg.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება