ვისი დაჟინებული თხოვნით იხდის ქეთა თოფურია ქორწილს

ვისი დაჟინებული თხოვნით იხდის ქეთა თოფურია ქორწილს

''ა-სტუდიოს'' სოლისტი ქეთა თოფურია თავის რამდენიმეწლიან ურთიერთობას ებრაელ ბიზნესმენ ლევ გეიხმანთან 9 სექტემბერს ქორწინებით აგვირგვინებს. ცნობილია, რომ მომღერალი ქორწილის გადახდას არ აპირებდა.

მაქსიმ გალკინის იუბილეზე რუსეთის პრიმადონა ალა პუგაჩოვამ წყვილს ჰკითხა, თქვენი ურთიერთობა და სიყვარული ძალიან კარგია, მაგრამ ქორწილს როდის გადაიხდითო?

წყვილი არც დაფიქრებულა, ლევ გეიხმანს იქვე უთხოვია ხელი ქეთასთვის და თანხმობაც იქვე მიუღია – ქორწილი 9 სექტემბერს იქნებაო, - უპასუხია თოფურიას.

დიდი ხანია ცნობილია, რომ ''ა-სტუდიო'' ალა პუგაჩოვას ფავორიტი ჯგუფია და ქეთა თოფურიას მიმართ პრიმადონა სიმპათიით არის განწყობილი. სწორედ პრიმადონას დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ დაგეგმა წყვილმა დიდი და გრანდიოზული ქორწილი.

ისიც ცნობილია, რომ რუსეთში დიდ, გრანდიოზულ დაბადების დღეებსა და ქორწილებს პუგაჩოვას ერთ-ერთი მეგობარი უწევს ორგანიზებას. მისი მოწყობილია ალას, მისი ოჯახის წევრებისა და ახლო მეგობრების წვეულებები.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ასევე იხილეთ:

ქეთა თოფურიას საქორწინო კაბა უკვე მზადაა

ქეთა თოფურიას სამი სიყვარული, მეუღლე და "მგზავრული" ექსპრომტად

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება