რატომ დადის ანა კოშაძე სილამაზის სალონში შვილებთან ერთად

რატომ დადის ანა კოშაძე სილამაზის სალონში შვილებთან ერთად

წლევანდელი უჩვეულოდ გრილი ზაფხულის გამო ყოფილმა მოდელმა ანა კოშაძემ, რომელიც ამჟამად ერთ-ერთი კომპანიის პიარმენეჯერია, დასვენება მხოლოდ ოთხი დღით მოახერხა. მისი შვებულება უამინდობას დაემთხვა, ახლა კი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. ანას ჰყავს მეუღლე და ორი შვილი - მაშო და ანასტასია. მიუხედავად ამისა, საკუთარი თავისთვის მაინც პოულობს დროს და ფორმის შესანარჩუნებლად სატრენაჟორო დარბაზს სტუმრობს. როგორც თავად ამბობს, ვარჯიში დიდ აზარტთან ყოფილა დაკავშირებული, ხანდახან 2-3 საათი ისე გადის, ვერ ვიგებო, - აღნიშნავს. ამჯერად ანას ოჯახსა და ცხოვრების წესზე ვესაუბრეთ.

- გარკვეულწილად ამინდების დამსახურებაა ის, რომ ახლა თბილისში ვარ. ბავშვებთან ერთად ბაკურიანში წასვლას ვგეგმავდი, მაგრამ როცა შვებულება მქონდა, ძალიან ციოდა, ამიტომ გადავიფიქრეთ და წავედით ბათუმში. ოთხი დღის შემდეგ ამინდები იქაც აირია, რაღა უნდა გვეკეთებინა? ჩავბარგდით და ჩამოვედით უკან. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ოთხი დღე ვიყავით წასულები, არ ვღელავ, რადგან თბილისში არ ვცხოვრობთ, კაკლებში გადავედით, ეს გახლავთ ადგილი ბაგებსა და წყნეთს შორის, სადაც ისედაც კარგი ჰაერია. დიდი ეზო გვაქვს, ბავშვები ტყეში სეირნობენ და ასეა თუ ისე, სუფთა ჰაერს სუნთქავენ. მართალია, ცენტრისგან მოშორებითაა ჩვენი სახლი, მაგრამ გადაადგილება ნამდვილად არ მიჭირს, პირიქით, სასიამოვნოა თბილისის სიცხიდან აქ ამოსვლა და დასვენება. ალბათ საკუთარი მანქანა რომ არ მყავდეს, გამიჭირდებოდა ქალაქიდან მოშორებით ცხოვრება, მაგრამ ახლა ეს პრობლემა არ მაწუხებს, რადგან 7-8 წელია საჭესთან ვზივარ. ვცდილობ, კარგი მძღოლი ვიყო, პატრულთან შეხება ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ 2-3 ჯერ მქონდა, სამწუხაროდ, სიჩქარე მიყვარს, მაგრამ თავს ვაკონტროლებ, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბავშვები სხედან მანქანაში

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება