რუსი პარლამენტარები აშშ-ის კონგრესს მოუწოდებენ, სირიაში სამხედრო იერიშს მხარი არ დაუჭირონ

რუსი პარლამენტარები აშშ-ის კონგრესს მოუწოდებენ, სირიაში სამხედრო იერიშს მხარი არ დაუჭირონ

რუსი პარლამენტარები აშშ-ის კონგრესს მოუწოდებენ, სირიაში სამხედრო იერიშს მხარი არ დაუჭირონ, - ამის შესახებ "გარდიანი" იუწყება. როგორც რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარე ვალენტინა მატვიენკომ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას განაცხადა, აშშ-ს კონგრესთან დიალოგმა, შესაძლოა, უკეთესი შედეგი გამოიღოს.

"ვფიქრობ, თუ ჩვენს ამერიკელ კოლეგებთან დიალოგს გავმართავთ, შესაძლოა, ერთმანეთს უკეთესად გავუგოთ. ვიმედოვნებთ, რომ ერთმანეთის სწორად გაგების შემთხვევაში, კონგრესი დაბალანსებულ პოზიციას დაიკავებს სირიაში სამხედრო ინტერვენციის განხორციელების საკითხში. თუ თქვენ მხარს გვიჭერთ, მზად ვართ დავიწყოთ მუშაობა, რომ ჩვენსა და ამერიკელ კონგრესმენებს შორის დიალოგი შედგეს", - მიმართა ვალენტინა მატვიენკომ ვლადიმერ პუტინს, რომელმაც თანხმობა განაცხადა ამერიკელი და რუსი პარლამენტარების დიალოგზე სირიის კრიზისის მშვიდობიანად მოგვარების მიზნით.

The Guardian

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა