ბრიტნი სპირსმა ვოკალის მასწვლებელი დაიქირავა

ბრიტნი სპირსმა ვოკალის მასწვლებელი დაიქირავა

მომღრალმა ბრიტნი სპირსმა "საიდუმლო" პროექტზე მუშაობისთვის ვოკალის მასწავლებელი დაიქირავა. ამის შესახებ Digital Spy-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ცნობილ მომღერალთან ქორეოგრაფიც მუშაობს. რა პროექტზე მუშაობს სპირსი, უცნობია. მომღერლის საიტზე უკუთვლა მიდის, რომლის თანახმად სპირსმა საიდუმლო ორ კვირაში უნდა გაამხილოს.

სავარაუდოდ, სპირსი ახალ სტუდიურ ალბომზე მუშაობს. პროდუსერებს და კომპოზიტორებს შორის, რომლებიც მას ალბომის ჩაწერაში ეხმარებიან, ასახელებენ will.i.am-ს, უილიამ ორბიტს, Naughty Boy-ის და სიას. მომღერალი ლას-ვეგასში კონცერტების სერიას გეგმავს.

ბრიტნის სპირსის ბოლო სტუდიური ალბომია Femme Fatale, რომელიც გაყიდვაში 2011 წლის მარტში ჩაეშვა.

მომზადებულია Digital Spy-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება