სად მუშაობდნენ ვარსკვლავები, სანამ ცნობილები გახდებოდნენ

სად მუშაობდნენ ვარსკვლავები, სანამ ცნობილები გახდებოდნენ

დღეს ისინი მსოფლიოში ცნობილი მომღერლები, მსახიობები და ლიდერები არიან, მაგრამ წლების წინ მიზერული ანაზღაურებით კმაყოფილდებოდნენ.

ბრედ პიტი ლოს-ანჯელესში მდებარე სწრაფი კვების რესტორანში El Pollo Loco მუშაობდა. რესტორნის პოპულარიზაციისთვის ქათმის ფორმა ეცვა და დაწესებულების წინ თილისმის როლს ასრულდება.

სანამ სილვესტერ სტალონეს ჰოლივუდში აღიარებდნენ, თავს პორნოფილმებში მონაწილეობით ირჩენდა. პირველ პორნოგრაფიულ ფილმში 2 დღე მუშაობდა და საერთო ჯამში 200 დოლარი გამოიმუშავა.

მადონა ღვეზელებს ყიდდა.

ბარაკ ობამა "ბასკინ რობინსში" მუშაობდა.

ჰიუ ჯეკმანი - ბენზინგასამართ სადგურში.

ჯენიფერ ლოურენსის პირველი სამსახური პოპულარობამდეც ჰოლივუდს უკავშირდება. 14 წლის ლოურენსმა "The Bill Engvall Show"-ს რამდენიმე სერიაში ეპიზოდური როლი შეასრულა.

რომ არა მსახიობი, ტომი ლი ჯონსი ფეხბურთელი გახდებოდა. ტომი კოლეჯის ფეხბურთის გუნდში თამაშობდა და როგორც ჩანს, დიდი წარმატებით. ვარსკვლავი ამაყად იხსენებს, რომ სტიპენდიით თავს ირჩენდა.

ბრედლი კუპერი გაზეთ Philadelphia Daily News-ის რეპორტიორად მუშაობდა.

დენზელ ვოშინგტონმა მუშაობა 11 წლის ასაკიდან დაიწყო. 11 წლის დენზელი კიბეებს გვიდა.

ენ ჰეთევეი კოლეჯშიც მსახიობობდა და სკოლის პერფორმანსებში იღებდა მონაწილეობას. როგორც ჰეთევეი ამბობს, თინეიჯერობაში აღებული პირველი ხელფასით მიღებული სიხარული არასდროს დაავიწყდება.

მომზადებულია hollyscoop.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება