ვის გარეშე ვერ იღებს გადაწყვეტილებას სოფო გელოვანი

ვის გარეშე ვერ იღებს გადაწყვეტილებას სოფო გელოვანი

''ევროვიზიის''  კონკურსზე საქართველო წარადგინა, 4 წლის შვილი ჰყავს... იქიდან გამომდინარე, რომ დათა ერთადერთი ბავშვია მათ ოჯახში, ყველა ათამამებს, მხოლოდ სოფოა ის ადამიანი, რომელიც მის მიმართ სიმკაცრით გამოირჩევა, რადგან უნდა, შვილი კარგ პიროვნებად ჩამოაყალიბოს. თურმე სოფოს მეუღლე ნოდი ლანდიას არ უყვარს, როცა ცოლი მის შესახებ საჯაროდ ლაპარაკობს, თუმცა ჩვენმა რესპონდენტმა გამონაკლისი დაუშვა და საკუთარი ცხოვრების წესის გარდა, ცოტა რამ მეუღლესა და მასთან ურთიერთობაზეც გაგვიმხილა.

- ამ ზაფხულმა ისე ჩაიარა, ფაქტობრივად არ დამისვენია, რადგან ბევრი საქმე მქონდა და ძირითადად თბილისში ყოფნა მომიხდა. მხოლოდ ორი კვირით გახლდით წასული გურიაში, ბავშვობის მეგობრებმა გადავწყვიტეთ, შვილები ერთად წაგვეყვანა ჩვენივე დაქალის აგარაკზე და ოთხმა გოგომ ცხრა ბავშვი ერთად გავიყვანეთ ქალაქიდან. გვინდოდა, ჩვენს შვილებს უფრო კარგი ურთიერთობა ჰქონოდათ ერთმანეთთან და უფრო დაახლოებულიყვნენ. მართალია, კარგი დრო გავატარეთ, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ უფროსებს არ დაგვისვენია და ამას არც ვთვლი დასვენებად. ალბათ წარმოგიდგენიათ, ცხრა ბავშვის გარემოცვაში როგორ ვი ქნებოდით. თბილისში დაბრუნების შემდეგ კი ისევ საქმეს შევუდექი. ჩემთვის დასვენება მინიმუმ ათი დღით ზღვაზე წასვლაა, წელს კი საქმეების გამო ეს ვერ მოვახერხე.

საქმიანობა

...''ევროვიზიისთვის'' მზადებისას იმხელა დატვირთვით ვმუშაობდით და ისე დავიღალე, რომ ძალიან მინდოდა დასვენება, მაგრამ გამოჩნდა ახალ-ახალი პროექტები, რომელთა შესახებ ლაპარაკისგან თავს შევიკავებ, რადგან ახლა დამუშავების პროცესშია; მაგრამ საჭირო გახდა აქტიური მუშაობა, თუნდაც იმიტომ, რომ ოქტომბერ-ნოემბერში ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მაქვს კონცერტები დაგეგმილი. ''ევროვიზიამ'' მოგვცა საშუალება, უამრავ ადამიანს დავკონტაქტებოდით, იქ პროდიუსერები გავიცანით, ეს კი გახდა იმის წინაპირობა, რომ შემდეგ საქმიანი ურთიერთობა ჩამოგვყალიბებოდა. მაგალითად, გერმანიაში მე და ნოდიკო ტატიშვილი, როგორც ''ევროვიზიის'' მონაწილეები, კონცერტზე ვართ მიწვეულები, გარდა ამისა სხვადასხვა ქვეყანაში ქართველი ემიგრანტებისთვის იმართება კონცერტები და იქ გვეპატიჟებიან ხოლმე.

დღის რეჟიმი

...რამდენად საინტერესოა ზაფხულის დღის რეჟიმი, არ ვიცი, მაგრამ გეტყვით, როგორი განრიგი მაქვს წელიწადის აქტიურ სეზონზე. დილით გაღვიძების შემდგომ ბავშვს ვამზადებ, ვაჭმევ და შემდეგ ბაბუას მიჰყავს ბაღში. მერე ვიცლი საკუთარი თავისთვის, ვემზადები და გავდივარ სახლიდან სხვადასხვა საქმის მოსაგვარებლად. ხან შეხვედრები მაქვს, ხან სტუდიაში ვარ, დღის განმავლობაში იმდენი რამ მიგროვდება გასაკეთებელი, რომ სახლში გვიან შევდივარ და სამწუხაროდ, ოჯახში დიდ დროს ვერ ვატარებ.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება