დიდი ოცეულის სამიტზე პუტინს და ობამას ერთმანეთის მოშორებით დასვამენ

დიდი ოცეულის სამიტზე პუტინს და ობამას ერთმანეთის მოშორებით დასვამენ

რუსეთსა და აშშ-ს შორის სირიის საკითხის და სნოუდენის სკანდალის გამო გართულებული ურთიერთობის ფონზე ”დიდი ოცეულის” (G20)  სამიტის ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, ობამა და პუტინი მაგიდის სხვადასხვა მხარეს დასხან.

როგორც G20-ის საორგანიზაციო კომიტეტში განაცხადეს, ქვეყნების ლიდერების განსათავსებლად ორი ვარიანტი - რუსული და ინგლისური ანბანის მიხედვით განლაგება განიხილებოდა. როგორც წესი, ლიდერების თანმიმდევრობა განისაზღვრება სამიტის ორგანიზატორი ქვეყნის ანბანის მიხედვით. ორგანიზატორები ამ წესს რომ მიჰყოლოდნენ, პუტინს და ობამას ერთმანეთთან ახლოს მოუწევდათ ჯდომა. მათ ერთმანეთს მხოლოდ საუდის არაბეთის მეფე აბდალა იბნ აბდელ აზიზი დააშორებდათ, რომელიც სირიაზე იერიშს ემხრობა. ამიტომ ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, პრიორიტეტი ინგლისური ანბანისთვის მიენიჭებინათ. ამგვარად, ობამა და პუტინი ერთმანეთთან ახლოს აღარ დასხდებიან.

შეგახსენებთ 5-6 სექტემბერს სანკტ პეტერბურგში ”დიდი ოცეულის” სამიტი გაიმართება, რომელზეც ოცეულის ქვეყნების ეკონომიკის ზრდის საკითხები განიხილება.

მომზადებულია segodnya.ua-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა