ნინა დასასვენებლად ბადრი პატარკაციშვილის ძმასთან ერთად გაემგზავრა

ნინა დასასვენებლად ბადრი პატარკაციშვილის ძმასთან ერთად გაემგზავრა

მომღერალი ნინა წკრიალაშვილი, რომელიც ცოტა ხნის წინ გარდაცვლილ ყოფილ ქმარს გლოვობდა, უკვე შეყვარებულია.

როგორც მისი ახლო მეგობრები ამბობენ, ნინას რჩეული ბადრი პატარკაციშვილის ძმა კობა პატარკაციშვილი გახლავთ. ვინ არის კობა პატარკაციშვილი?.. მის შესახებ ინტერნეტში ბევრი საინტერესო ინფორმაცია მოვიძიეთ.

2010 წელს ქვეყნის პრეზიდენტი მას, როგორც კანონიერ ქურდს, ისე მოიხსენიებდა. ''ბადრი პატარკაციშვილის ძმა კანონიერი ქურდია, თვითონ კი დღე და ღამე თავისი არხით კანონიერი ქურდების დადანაშაულების პროპაგანდას ეწეოდა'', - აცხადებდა მაშინ სააკაშვილი.

პრეზიდენტის ბრალდებები კობას მაშინ სასაცილოდ არ ეყო. ''9 წლის ვიყავი, მამა რომ გარდამეცვალა და მამობა ბადრიმ გამიწია. ბადრი ჩემი მეორე მამა იყო. სწორედ მან გამიშვა ამერიკაში განათლების მისაღებად'' , - ჰყვებოდა ერთ-ერთ გაზეთთან ინტერვიუში.

კობა პატარკაციშვილს ამერიკელი ცოლი ჰყავს. ვანესა, რომელიც ერთ-ერთ მაღაზიაში მუშაობდა, რამდენჯერმე ნახა და შეუყვარდა. წყვილს ჰყავთ შვილი - ნიკოლასი.

ერთ-ერთ ინტერვიუში კობა ხუმრობდა, რომ ქორწილამდე ამერიკელი მეუღლე თბილისში რამდენჯერმე ჩამოიტყუა. მაშინ ბადრის ძალიან მოეწონა მომავალი სარძლო და პატივისცემის ნიშნად ფეიერვერკიც მიუძღვნა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება