შო­რე­ნა ბე­გაშ­ვი­ლი ეს­პა­ნეთ­ში საქ­მროს­თან გა­ემ­გზავ­რა?

შო­რე­ნა ბე­გაშ­ვი­ლი ეს­პა­ნეთ­ში საქ­მროს­თან გა­ემ­გზავ­რა?

შა­ვიზღ­ვის­პი­რა კუ­რორ­ტებ­ზე დამ­სვე­ნებ­ლებს წლე­ვან­დელ­მა ზაფ­ხულ­მა - უა­მინ­დო­ბას ვგუ­ლის­ხმობთ - არ გა­უ­მარ­თლა, მსოფ­ლი­ოს იმ სა­კუ­რორ­ტო ქვეყ­ნებ­ში კი, სა­დაც ზაფ­ხუ­ლო­ბით ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლე­ბი და­დი­ან და­სას­ვე­ნებ­ლად, უფ­რო უა­რე­სი - პო­ლი­ტი­კუ­რი ამინ­დი იყო არე­უ­ლი. თუმ­ცა ქარ­თვე­ლე­ბი არც უა­მინ­დო­ბას შე­უ­შინ­დნენ და არც ომს. მო­დე­ლი სა­ლო­მე ღვი­ნი­აშ­ვი­ლი შვი­ლებ­თან და მე­გო­ბარ­თან ერ­თად სწო­რედ იმ დროს იყო და­სას­ვე­ნებ­ლად ეგ­ვიპ­ტე­ში, ჰურ­გა­და­ში, რო­ცა არე­უ­ლო­ბამ ამ სა­კუ­რორ­ტო ქა­ლაქ­ში გა­და­ი­ნაც­ვლა. სა­ლო­მე ჰურ­გა­დის ცენ­ტრში პრეს­ტი­ჟულ სას­ტუმ­რო­ში იყო და­ბი­ნა­ვე­ბუ­ლი, შე­სა­ბა­მი­სად, საფ­რთხეც დი­დი იყო, თუმ­ცა ამის გა­მო იქა­უ­რო­ბა არ და­უ­ტო­ვე­ბი­ა. ეგ­ვიპ­ტე­ში მყოფ სა­ლო­მეს რამ­დე­ნი­მე დღით მე­უღ­ლემ, ფეხ­ბურ­თელ­მა ზუ­რა ხი­ზა­ნიშ­ვილ­მაც ჩა­ა­კითხ­ა. თბი­ლის­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ კი მე­გო­ბარ­თან და დას­თან ერ­თად და­სას­ვე­ნებ­ლად თურ­ქეთ­ში გა­ემ­გზავ­რა...

თურ­ქეთ­ში გა­ა­ტა­რა სა­ზაფ­ხუ­ლო შვე­ბუ­ლე­ბა ტე­ლე­წამ­ყვან­მა თი­კო სა­დუ­ნიშ­ვილ­მა. სტამ­ბოლ­ში ის გი­ორ­გი არ­ვე­ლა­ძის მე­უღ­ლეს­თან, გა­და­ცე­მა "თბი­ლი­სი ლა­ი­ვის" პრო­დიუ­სერ ალი­ნა არ­ვე­ლა­ძეს­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და. თუ თურ­ქეთ­ში გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბის მი­ხედ­ვით ვიმ­სჯე­ლებთ, მე­გობ­რე­ბი სტამ­ბოლ­ში კარ­გად გა­ერ­თნენ...

ალ­ბათ არას­დროს და­ა­ვიწყ­დე­ბა წლე­ვან­დე­ლი საზაფ­ხულო თავ­გა­და­სა­ვა­ლი ტე­ლე­წამ­ყვან თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძეს. ერ­თი კვი­რის წინ, რო­ცა ის გი­ორ­გი ნაზღ­ა­ი­ძეს­თან ერ­თად თურ­ქე­თი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში ბრუნ­დე­ბო­და, სა­ქარ­თვე­ლო-­თურ­ქე­თის საზღ­ვარ­ზე, რი­გის დარ­ღვე­ვების გა­მო, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი და მი­სი მე­გო­ბა­რი პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს და მხოლოდ ჯა­რი­მის გა­დახ­დის შემ­დეგ გა­მო­უშ­ვეს. ჯერ ბულ­გა­რეთ­ში, შემ­დეგ კი ეს­პა­ნეთ­ში და­ის­ვე­ნა ქარ­თველ­მა სექ­ს-სიმ­ბო­ლო შო­რე­ნა ბე­გაშ­ვილ­მა. შო­რე­ნა და­სას­ვე­ნებ­ლად ქა­ლიშ­ვილ­თან, 11 წლის ევას­თან ერ­თად და­დის. ამ­ბო­ბენ, რომ მან ეს­პა­ნეთ­ში საქ­მროს­, ირაკ­ლი ნა­ნა­ძეს­ ჩააკითხა.

სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ა­ტა­რა თით­ქმის მთე­ლი ზაფ­ხუ­ლი დი­ზა­ი­ნერ­მა მა­კა ასა­თი­ან­მა თა­ვის უმ­ცროს ვაჟ­ კონ­სტან­ტი­ნეს­თან ერ­თად.

ჯერ ეგ­ვიპ­ტე­ში, შემ­დეგ კი ბა­თუმ­ში და­ის­ვე­ნა მო­დელ­მა კრის­ტი ყიფ­ში­ძემ. ცნო­ბი­ლი მო­დე­ლი ეგ­ვიპ­ტეს ქა­ლიშ­ვილ­თან, ნა­ტა­ლია ყიფ­ში­ძეს­თან ერ­თად ეს­ტუმ­რა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვი­ა, რომ დე­და-­შვი­ლი ბო­ლო დროს ყველ­გან ერ­თად ჩნდე­ბა.

ბა­თუმ­ში გა­ა­ტა­რა ზაფ­ხუ­ლი მომ­ღე­რალ­მა ქრის­ტი­ნე იმე­და­ძემ, რო­მე­ლიც ბო­ლო ხანს საცხ­ოვ­რებ­ლად უკ­რა­ი­ნა­ში გა­და­ვი­და, თბი­ლის­ში კი რამ­დე­ნი­მე თვის წინ ბე­ბი­ის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გა­მო დაბ­რუნ­და.

ქრის­ტი­ნე იმე­და­ძეს ბა­თუმ­ში მომ­ღე­რა­ლი ნი­ნი ბა­დუ­რაშ­ვი­ლიც ახ­ლდა. მომ­ღერ­ლის­თვის წლე­ვან­დე­ლი ზაფ­ხუ­ლი გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე აღ­მოჩ­ნდა, ჯერ ქმა­რს და­შორ­და, შემ­დეგ კი კა­ხი­ა­ნე­ბი ბი­ნი­დან გა­მო­ა­სახ­ლეს, რის შემ­დე­გაც ისი­ნი საცხ­ოვ­რებ­ლად მცხე­თა­ში გა­და­ვიდ­ნენ. მაგ­რამ მის ცხოვ­რე­ბა­ში სა­სი­ა­მოვ­ნო სი­ახ­ლეც არის, ნი­ნი დე­და გახ­და, პა­ტა­რა ელე­ნეს და­მო­უ­კი­დებ­ლად ზრდის და მი­სი ახ­ლობ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით, მზრუნ­ვე­ლი დე­და­ა. მთელ დროს პა­ტა­რა ელე­ნი­კოს უთ­მობს. ცო­ტა ხნის წინ ნი­ნიმ "ფე­ის­ბუქ­ზე" ახა­ლი ფო­ტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­ი­დაც ჩანს, რომ ის კვლავ შე­სა­ნიშ­ნავ ფორ­მა­ში­ა.

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება