მაშო მელქაძე ქმარმა და ბიძამ სამსახურში არ მიიღეს

მაშო მელქაძე ქმარმა და ბიძამ სამსახურში არ მიიღეს

მსახიობი მაშო მელქაძე ბევრმა "ჩემი ცოლის დაქალებიდან" გაიცნო. მანამდე მან თეატრში რამდენიმე ძალიან კარგი და რთული როლი შეასრულა, თუმცა როგორც ხდება ხოლმე, ის როლები ბევრს ნანახი არ აქვს და როდესაც მაშოს ინტერვიუს კითხულობენ, ზოგი კომენტარს აკეთებს, ეს გოგო ვინაა, მისგან ინტერვიუს ერთი შესრულებული როლის გამო რატომ იღებენო. ასეთი კომენტარების გამო გული ძალიან სწყდება.

რატომ არ მოსწონს "ქლაბ შოუში" მუშაობის პერიოდი

- მაშო, მშობლები რას საქმიანობენ?

- მშობლები ერთმანეთს დაშორებულები არიან. მამა პროფესიით ეკონომისტია. ფოტოზე მასთან ერთად ვარ. მამას საკუთარი ბიზნესი აქვს. დედას, მარინა მელქაძეს, საკუთარი მაღაზია აქვს. ორივე თავისი ბიზნესით არის დაკავებული.

- დიდი ხანია, რაც ერთმანეთს დაშორდნენ?

- ერთი წლის ვიყავი, რომ დაშორდნენ. მყავს უფროსი და ნინო. ფოტოზე მასთან ერთად ვარ. მამას მეორე ქორწინებიდან ჰყავს ორი გოგონა - ანი და სალომე.

- დედამ შექმნა მეორედ ოჯახი?

- დედას მეორედ ოჯახი არ შეუქმნია. ძალიან მეგობრული და ახლო ურთიერთობა აქვთ ჩემს მშობლებს. ოჯახებით ვახლობლობთ და დასასვენებლადაც ერთად მივდივართ ხოლმე.

- მომდევნო ფო­­ტოზე ვისთან ერთად ხარ?

- დასა და დედასთან ერთად. ეს ფოტო ძალიან მიყვარს.

- დები ბავშვობიდან მეგობრობდით?

- ბავშვობაში მა­ინცდამაინც კარგი ურთიერთობა არ გვქონია. მე უფრო ცელქი ვიყავი. ჩემი და წყნარი იყო. დღესდღეობით ჩემთვის ყველაზე ახლო მეგობარი ჩემი და არის.

- გარეგნულად ვის ჰგავხართ?

- მე - დედას, ჩემი და კი მამას ჰგავს. მომდევნო ფოტოზე მე და ჩემი და ვართ. სურათზე ალბათ ერთი წლის ვიქნები.

- სახელი ვინ დაგარქვა?

- მარიამი მქვ­ია, ნათლია დაბადებიდან მაშოს მეძახდა. ნიკუშა წულუკიძესთან ვემზადებოდი, თეატრალურში რომ ვაბარებდი და მაშოს მეძახდა. მერე თატრალურში ყველა მაშოს მეძახდა. დღეს მარის მარტო დედა მეძახის.

- მომდევნო ფოტო როდის გაქვს გადაღებული?

- სურათზე თხუ­თმეტი წლის ვარ. დედასთან, ჩემს დასთან, დისშვილსა და ჩემს მეგობართან ერთად ვარ.

- კარგი და დამჯერი ბავშვი იყავი სკოლაში?

- მხოლოდ ქართულში, ისტორიაში, გეოგრაფიასა და ბიოლოგიაში მყავდა კარგი ნიშნები. დაანარჩენ საგნებში სამები, ორიანები და ოთხიანები. მათემატიკაში ორიანი მყავდა, მაგრამ ისეთი ბავშვი ვიყავი, რომ ფანდებით გამყავდა ჩემი თავი.

- რომელი სკოლა დაამთავრე?

- 141-ე, მაგრამ ბოლო ორი წელი ფაქტობრივად არ მივლია. სახლში ვემზადებოდი.

- რა ფანდები იცოდი, რომ ნიშნებს არცოდნის შემთხვევაშიც გიწერდნენ?

- ძირითადად ვიწერდი, ან მასწავლებელთან ისეთი ურთიერთობა მქონდა, რომ თავს ვაყვარებდი, ნაკლებად მეჩხუბებოდნენ და არ აქცევდნენ ყურადღებას ჩემს სწავლას. გამორჩეული ბავშვი ვიყავი და ყოველთვის ვმონაწილეობდი კონკურსებში. მათემატიკასა და ფიზიკაში სუსტი რომ ვიყავი, ამას დიდ ყურადღებას არავინ აღარ აქცევდა.

- თავიდანვე მსახიობობაზე ოცნებობდი?

- ექვსი წლიდან თეატრალურ სტუდია "ბერიკებში" დავდიოდი. სხვა პროფესიაზე არც მიფიქრია. სურათი "ბერიკების" სტუდიის წევრებთან ერთად მაქვს გადაღებული. ჩემ გვერდით არჩილ სოლოღაშვილი ზის. არჩილი ჩემი ცეკვის მასწავლებელი იყო. თვითონაც მოსწავლე იყო და პატარებს გვასწავლიდა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება