ნინა წკრიალაშვილი - ძალიან მერიდება კობა პატარკაციშვილის

ნინა წკრიალაშვილი - ძალიან მერიდება კობა პატარკაციშვილის

ამ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სულ ახლახანს გლოვაში მყოფი ნინა წკრიალაშვილი ისევ შეყვარებულია ბადრი პატარკაციშვილის ძმაზე, კობა პატარკაციშვილზე და დასასვენებლად მასთან ერთად გაემგზავრა... სასიამოვნო სიახლის გადამოწმება თავად ნინა წკრიალაშვილთან ვცადეთ...

- ნინა გავიგეთ რომ შეყვარებული ხართ და დასასვენებლად თქვენს შეყვარებულთან, ბადრი პატარკაციშვილის ძმასთან, კობა პატარკაციშვილთან ერთად გაემგზავრეთ...

- შოკში ვარ ამის გამო, განა რას უხდიან ამ ჟურნალისტებს, რომ შეუძლიათ 3 კაპიკის გამო გულისამრევი აბსურდი დაწერონ... ღმერთო ჩემო, როგორ მერიდება იმ ადამიანის. კობა პატარკაციშვილი ასაკით ჩემზე ბევრად პატარაა და ჰყავს ულამაზესი ცოლი, რომელზეც გიჟდება. ძალიან მერიდება, მართლა.

- ფოტოებიდან ჩანდა, რომ მასთან ახლოს ხართ. ეს მხოლოდ წმინდა მეგობრობაა?

- იმ ჟურნალისტს, რომელსაც ჰგონია რომ სკანდალებს ქმნის, ვინმე ძალიან მაგრად სცემს და იქნებ მერე დაწყნარდეს! ძალიან მინდა იყოს კანონი, რომლის დახმარებითაც ყველა შეძლებს საკუთარი თავი და რეპუტაცია დაიცვან. მე, სიმართლე გითხრათ, საერთოდ არ მაღელვებს, რას დაწერენ. უბრალოდ ამ შემთხვევაში ძალიან მერიდება პატარკაციშვილების ოჯახის.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება