"ცეკვავენ ვარსკვლავებში" ერთადერთი ნაკლებად ცნობილი კონკურსანტი ვარ"

"ცეკვავენ ვარსკვლავებში" ერთადერთი ნაკლებად ცნობილი კონკურსანტი ვარ"

თაკო ჩორგოლაშვილი უკვე მეორე წელია, ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტია, - ჯერ "იმედის" დილის გადაცემის ამინდის წამყვანი იყო; გასულ სეზონზე კი "იმედის დღის" ჟურნალისტი, თუმცა ახალი სეზონიდან ისევ "დილას" უბრუნდება, სადაც უკვე თავისი რუბრიკა ექნება.   

თაკოს ცხოვრებაში სიახლეა, - "ცეკვავენ ვარსკვლავების" III სეზონზე უნდა იცეკვოს, შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! პროექტის პროდიუსერისგან, ნოე სულაბერიძისგან მიიღო და, ალბათ, პროექტის მონაწილე ვარსკვლავებს შორის, ერთადერთი საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი კონკურსანტი იქნება.

თაკო ჩორგოლაშვილი:

- ცეკვა ძალიან მიყვარს, 6 წლიდან ქართულ ანსამბლში ვცეკვავდი. თითქმის 19 წლის ვიყავი, ამ საქმიანობას თავი რომ დავანებე. ჩემი გადატვირთული დღის რეჟიმის გამო დროს ვეღარ ვუთმობდი. "ცეკვავენ ვარსკვლავები" პროექტი ძალიან მომწონს. როდესაც ნოესგან შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! მივიღე, ძალიან გამიხარდა, რადგანაც ვისაც ცეკვა უყვარს, შეუძლებელია, ასეთ წინადაებაზე უარი თქვას.

- კი, მაგრამ ქართული ცეკვა დიდად განსხვავდება იმ ცეკვებისგან, რომელიც პროექტშია წარმოდგენილი.…

- კი, გეთანხმებით, სულ სხვა ხასიათი, ილეთები, მოძრაობებია საჭირო, თუმცა ლათინოამერიკული ცეკვები ძალიან მომწონს, მაგრამ ქართული ცეკვა მეტად მიყვარს და დიდი იმედი მაქვს, "ქართულის ტურამდე'' პროექტში ვიქნები.  

გეტყვით, რომ ძალიან მონდომებული ვარ და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ კარგად ვიცეკვო... ისე, ერთადერთი მონაწილე ვარ იმ ვარსკვლავებს შორის, რომლებსაც საზოგადოება ნაკლებად იცნობს, თან, ბევრნიც ვართ და კონკურენციაც საკმაოდ დიდია. ამიტომ მაინცდამაინც წინასწარ პროგნოზს ვერ გავაკეთებ.

- მოცეკვავე ყოფილხარ, ხომ შეიძლება, სწორედ შენ გაგიმართლოს?

- ოპტიმისტურად კი ვარ განწყობილი, მაგრამ შანსები მაინც ცოტა მაქვს, თუმცა ვნახოთ. იმედი მაქვს, ჩემი მომავალი პარტნიორის, რომელიც ბევრ რამეში დამეხმარება, რადგანაც ვიცი, - ამ პროექტში ვინც ცეკვავს, ყველა პროფესიონალია. მოკლედ, ამ საქმეს მონდომებას არ დავაკლებ.

- ნოეს ამ შემოთავაზებაზე მაშინვე დათანხმდი?

- არა, ორი დღე მაინც ვიფიქრე, მაგრამ იმდენად მიმზიდველი პროექტია, რომ საბოლოოდ მაინც უარი ვერ ვთქვი. ერთადერთი, რა კითხვაც ნოეს დავუსვი, ის იყო, ჩემთვის ადრე ხომ არ არის ამ პროექტში მონაწილეობა-მეთქი? მოკლედ, ახლა ბევრი რაღაცის სწავლა მომიწევს, რისთვისაც მზად ვარ. თან, ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა.

- თაკო, თუ შენი გარეგნობის მიხედვით ვიმსჯელებთ, მოდელის კარიერაზე არასოდეს გიფიქრია?

- ამ კითხვას ბევრი მისვამს, მაგრამ სულ ვცეკვავდი და მოდელობისთვის არასდროს მეცალა. თან, არჩევანი ხელოვნების სასარგებლოდ გავაკეთე...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ბმული

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება