ანჟეი ვაიდას ვენეციის კინოფესტივალზე საპატიო პრიზი გადასცეს

ანჟეი ვაიდას ვენეციის კინოფესტივალზე საპატიო პრიზი გადასცეს

ვენეციის 70-ე კინოფესტივალზე პოლონელი რეჟისორი ანჟეი ვაიდა, კინემატოგრაფში შეტანილი წვლილისთვის Persol-ის საპატიო პრიზით დააჯილდოვეს.

87 წლის რეჟისორი იტალიის კუნძულ ლიდოზე გადამღებ ჯგუფთან ერთად იმყოფებოდა, რათა პირადად წარედგინა თავისი ახალი ფილმი "ვალენსა. იმედის ადამიანი" (Walesa. Czlowiek z nadziei). ეს ფილმი ტრილოგიის დასასრულია. ფილმი მოგვითხრობს პოლონეთის პრეზიდენტის, ლეხ ვალენსას შესახებ. ფილმში ასახულია 1970 -1988 წლებში მიმდინარე მოვლენები და ის აშშ-ის კონგრესში ვალენსას სიტყვით გამოსვლით სრულდება.

"ეს ყველაზე რთული პერსონაჟია კინოში ჩემი ხანგრძლივი კარიერის მანძილზე. მაგრამ არ ვიცი, რომელი რეჟისორი შეძლებდა ლეხის შესახებ დამაკმაყოფილებელი ფილმის გადაღებას. ამიტომ მე არჩევანი არ მქონდა", - განაცხადა ვაიდამ.

ვაიდას ფილმის პრემიერას თავად ლეხ ვალენსაც ესწრებოდა. ვაიდამ სცენიდან მადლობა გადაუხადა ფესტივალის ხელმძღვანელობას და ევროპისთვის ვალენსას პიროვნების მნიშვნელობაზე ისაუბრა. "ვალენსა ნამდვილად თანამედროვე გმირია", -აღნიშნა რეჟისორმა.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება