ლიკა ლაბაძე პარიზის მეტროში ბალეტს ცეკვავდა

ლიკა ლაბაძე პარიზის მეტროში ბალეტს ცეკვავდა

''იმედის დილის'' წამყვანი ლიკა ლაბაძე თითქმის მთელი წლის განმავლობაში სრული დატვირთვით მუშაობდა, ამიტომაც გადაწყვიტა, ზაფხული ნაყოფიერად გამოეყენებინა და კარგად დაესვენა. სამოგზაურო ტური თავადვე შეადგინა, წასვლა მარტოს ჰქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ შემდეგ მეგობრებიც შეუერთდნენ და ხუთმა ბალერინამ რომი და ბარსელონა შემოიარა, პარიზში კიდევ ორი ადამიანი დაემატათ და დაუვიწყარი დრო გაატარეს. მოგზაურობის შთაბეჭდილებებზე ლიკა დაბრუნების დღესვე გვესაუბრა, მეორე დღეს კი ბათუმში ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' ივენთზე გაეშურა...

- მოგეხსენებათ, ძალიან დატვირთული გრაფიკით ვმუშაობდი, ამიტომ გადავწყვიტე, კარგად დამესვენა, თავადვე შევადგინე რომი-ბარსელონა-პარიზის ტური და მარტო ვაპირებდი წასვლას, მაგრამ ბოლოს შვიდმა გოგომ მოვიყარეთ თავი, ყველანი ბალერინები ვართ და ბევრ ქვეყანაში გვიმოგზაურია, მაგრამ დასასვენებლად ერთად არასდროს ვყოფილვართ. ეს პირველი შემთხვევა გახლდათ და ძალიან კმაყოფილნი დავბრუნდით. მართალია, პარიზში შარშანაც ვიყავი, მაგრამ კიდევ ბევრი დამრჩა სანახავი, რომში მხოლოდ ერთი დღით ვყოფილვარ და დასათვალიერებელი ბევრი მქონდა, ბარსელონა კი არასდროს მინახავს, ამიტომ გადავწყვიტე, რომსა და ბარსელონაში სამ-სამი დღე გავჩერებულიყავი, პარიზში კი - ოთხი.

წინასწარ მქონდა ჩამოწერილი გეგმა, სად როდის უნდა მივსულიყავით, რომელი ღირსშესანიშნაობა რომელთან იყო ახლოს, რომ გადაადგილებაში დრო ფუჭად არ დაგვეხარჯა, მოკლედ, გიდის ფუნქცია მქონდა შეთავსებული. მოგზაურობისას ვცდილობდით, ყველა ქალაქი შეგვეგრძნო თავისი მუზეუმებით, სამზარეულოთი, გართობით. რომში ჩასვლისას პირველ დღეს მოვიარეთ ესპანეთის კიბეები, ტრევის შადრევანი, პანთეონი, ვერონის მოედნები, მეორე დღეს კოლიზეუმსა და ძველ რომს ვესტუმრეთ, მესამე დღეს კი ვატიკანში გახლდით. უცხო ქვეყანაში არასდროს დავკარგულვარ, იმიტომ, რომ ყოველთვის თან მაქვს რუკა და გარდა ამისა, წინასწარ იმდენ ინფორმაციას ვიძიებ ამა თუ იმ ქვეყანასა და ქალაქზე, რომ ჩასულმა უკვე ვიცი, რომელ შესახვევში რა სანახაობა დამხვდება და რამდენი წუთია გადაადგილებისათვის საჭირო. ამ ყველაფრის მოსაძიებლად კვირებს ვატარებ კომპიუტერთან. საერთოდ, იტალიური სამზარეულო ძალიან მიყვარს, წინასწარი კვლევისას წავიკითხე, რომ ერთ-ერთ მოშორებულ უბანში, ეტრასტევერეში, ნამდვილი იტალიური კერძები მზადდებოდა და ამაში მხოლოდ პიცა, სპაგეტი და ლაზანია არ იგულისხმებოდა. გაგვიმართლა იმ მხრივ, რომ ჩვენი სტუმრობისას იქ იყო რესტორნის მეპატრონე, რომელიც თურმე კვირაში ერთხელ მიდის და თავად უმასპინძლდება ვიზიტორებს. მეტიც, თურმე მისივე რეცეპტებით მზადდება კერძები. რომ გაიგო, საქართველოდან ვიყავით, გაუხარდა და თქვა, მსმენია თქვენი ქვეყნის შესახებო.

- ამდენი ბალერინა ერთად რომ გადაადგილდებოდით, არ იპყრობდით იტალიელი თუ ესპანელი მამაკაცების ყურადღებას?

- სხვათა შორის, სადაც მივდიოდით, იქნებოდა ეს კაფე თუ მუზეუმი, ყველგან ყურადღების ცენტრში ვექცეოდით, გვეკითხებოდნენ, ამდენი ლამაზი გოგონა ერთად როგორ შეიკრიბეთ, საიდან ხართო. ჩვენც ვუყვებოდით ჩვენი ქვეყნის შესახებ, ზოგმა იცოდა საქართველო, ზოგს გაგონილი ჰქონდა. მახსოვს, როგორ გაებადრათ სახეები მამაკაცებს, როცა ჩვენც იმ იტალიურ რესტორანში შევედით, სადაც ისინი ისხდნენ. ყვავილები და ღვინოც კი გამოგვიგზავნეს და გვითხრეს, დიდი მადლობა, რომ ეს საღამო გაგვილამაზეთო.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება