შარლოტა კაზირაგი - ყველაზე ლამაზი პრინცესა დედობისთვის ემზადება

შარლოტა კაზირაგი - ყველაზე ლამაზი პრინცესა დედობისთვის ემზადება

შარლოტა კაზირაგი მსოფლიო პრინცესებს შორის ყველაზე ლამაზად და სასურველ საპატარძლოდ მიიჩნეოდა, თუმცა უკვე ორი წელია, მისი გული აღარ არის თავისუფალი და საშობაოდ შვილსაც ელოდება.

27 წლის შარლოტა მარი პომელინ კაზირაგი მონაკოს პრინცესა კაროლინასა და მისი ქმრის, ბიზნესმენ სტეფანო კაზირაგის ქალიშვილია, გრეის კელის შვილიშვილი, რომლის დამსახურებაც არის მისი მშვენიერი გარეგნობა. შარლოტას ორი ძმა ჰყავს - პრინცები ანდრეა და პიერ კაზირაგები, ასევე ნახევარდა ალექსანდრა, რომელიც დედამისს მესამე ქორწინებიდან ეყოლა, ჰანოვერის პრინც ერნსტ ოგიუსტთან. შარლოტა რიგით მეოთხეა მონაკოს ტახტის მემკვიდრეებს შორის. პირველი, რასაკვირველია, მისი ბიძა პრინცი ალბერია.

შარლოტა თავიდანვე გამოირჩეოდა სილამაზითა და ჭკუით. გოგონა ჟურნალისტია და ბიზნესითაც არის დაკავებული, ძალიან უყვარს სპორტი, ცხენზე ჯირითი და გათხოვებამდე დოღშიც მონაწილეობდა, პროფესიონალურ დონეზე. მისი გარეგნული მონაცემების გამო ყოველთვის საზოგადოების მძაფრ დაინტერესებას იწვევდა, ხშირად ჰქონდა შეთავაზებებიsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! ცნობილი მოდური ჟურნალებისგან და ერთხელ კომპანია "გუჩის" დათანხმდა კიდეც, მისი სარეკლამო სახე გამხდარიყო.

შარლოტა 2011 წელს შეხვდა მასზე 15 წლით უფროს მსახიობს, ფრანგ კომიკოს გად ელმალეჰს და მათი ურთიერთობებიც მაშინვე დაიწყო. წყვილი დანიშნულია და უკვე ბავშვსაც ელოდება. როგორც გაირკვა, ისინი შემოდგომაზე მოკრძალებულ ცერემონიას გეგმავენ მხოლოდ ახლო მეგობრებისა და ოჯახის წევრებისთვის. სურთ მანამდე იქორწინონ, სანამ შვილი გაუჩნდებათ. ბავშვისsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! დაბადებას კი საშობაოდ ელიან, თუმცა მისი სქესი ჯერ არ ხმაურდება. გადისთვის ეს მეორე შვილი იქნება - მას 12 წლის ვაჟი ნოი ჰყავს ფრანგი მსახიობ ანა ბროშესგან, რომელსაც წლების განმავლობაში ხვდებოდა. შარლოტა გადს მას მერე გაუმიჯნურდა, რაც ბრიტანელი მილიონერის ვაჟს - ალექს დელალს დაშორდა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება