ია ფარულავა - "სო­ფო ნი­ჟა­რა­ძე არ შე­მიც­ვლი­ა"

ია ფარულავა - "სო­ფო ნი­ჟა­რა­ძე არ შე­მიც­ვლი­ა"

ხში­რად ხდე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის კრი­ტი­კის ობი­ექ­ტი, მაგ­რამ ინ­ტე­რე­სი მი­სი ცხოვ­რე­ბისა და საქ­მი­ა­ნო­ბის მი­მართ ძა­ლი­ან დი­დი­ა. მსა­ხი­ო­ბი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ია ფა­რუ­ლა­ვა "რუს­თა­ვი 2"-ის სა­ხე ხდე­ბა. წლე­ვან­დე­ლი ზაფ­ხუ­ლი მის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე იყო, რად­გან ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი ადა­მი­ა­ნი და­კარ­გა, მუ­შა­ო­ბის სურ­ვი­ლიც არ ჰქონ­და, მაგ­რამ გა­დაწყ­ვი­ტა აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თოს სა­ტე­ლე­ვი­ზიო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში.

-  ია, რო­გორც შე­ვიტყ­ვეთ, პრო­ექტ "ნი­ჭი­ე­რის" ჟი­უ­რი­შიც იქ­ნე­ბით, ვის­გან მი­ი­ღეთ ეს შე­მო­თა­ვა­ზე­ბა?

-  შე­მო­თა­ვა­ზე­ბა "რუს­თა­ვი 2"-ის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის­გან მი­ვი­ღე, სი­მარ­თლე გითხ­რათ, მუ­შა­ო­ბის სურ­ვი­ლი არც კი მქონდა, მაგ­რამ ამ წი­ნა­და­დე­ბას მა­ინც დავ­თან­ხმდი. "რუს­თა­ვი 2"-ის ყვე­ლა­ზე რე­ი­ტინ­გუ­ლი პრო­ექ­ტის, "ნი­ჭი­ე­რის" ახა­ლ სე­ზონ­ზე მის ჟი­უ­რი­ში ვიქ­ნე­ბი. გარ­და ამი­სა, შე­მო­თა­ვა­ზე­ბა მქონ­და "შუ­ადღ­ი­დან", მაგ­რამ ამ ტი­პის გა­და­ცე­მა­ზე მუ­შა­ო­ბა ამ ეტაპ­ზე არ მსურს, ეს ჩემ­გან დიდ შრო­მას და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას მო­ითხ­ოვს.

-  ამ­ბო­ბენ, რომ "ნი­ჭი­ერ­ში" სო­ფო ნი­ჟა­რა­ძე შეც­ვა­ლეთ...

-  არ მგო­ნი­ა, ასე იყოს. მე მხო­ლოდ ის ვი­ცი, რომ ჟი­უ­რის წევ­რთა რა­ო­დე­ნო­ბა გა­ი­ზარ­და. ჟი­უ­რის ამ­პლუ­ა­ში მე­სა­მედ ვარ, ჯერ იყო გა­და­ცე­მა "ფლეშ­მო­ბი", მე­რე "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი", სა­დაც ინ­ტუ­ი­ცი­ით ვხვდე­ბო­დი, ვინ იქ­ნე­ბო­და  გამარჯვებუ­ლი. ახ­ლა უფ­რო მე­ტი მო­ბი­ლი­ზა­ცია დამ­ჭირ­დე­ბა, რად­გან არ ვი­ცი, რო­მე­ლი მო­ნა­წი­ლე რას წარ­მო­ად­გენს. თუმცა ვფიქ­რობ, ამ ამო­ცა­ნას თავს გა­ვარ­თმევ, უკ­ვე ბევ­რი კომ­პო­ნენ­ტი და­მიგ­როვ­და, რაც კარ­გი შო­უს გა­კე­თე­ბის  საშუალე­ბას მაძ­ლევს.

-  ამ­ბო­ბენ, ია ფა­რუ­ლა­ვა "რუს­თა­ვი 2"-ის ეთერ­ში იმი­ტომ და­აბ­რუ­ნეს, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" გა­უ­კე­თოს პი­ა­რი­ო...

-  ხან­და­ხან ვკითხ­უ­ლობ ამ სი­სუ­ლე­ლე­ებს და ვბრაზ­დე­ბი, რა უნ­და ვთქვა ამა­ზე? პირ­და­პი­რი ადა­მი­ა­ნი ვარ, რა­მე თუ არ მო­მე­წო­ნა, "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე გა­მო­ვა­ჭე­ნებ და მოჰ­ყვე­ბა ერ­თი ამ­ბა­ვი. რა ვქნა აბა? მეც ხომ ადა­მი­ა­ნი ვარ?

-  წი­ნა სე­ზონ­ზე თუ უყუ­რებ­დით "ნი­ჭი­ერს", რო­ცა ის თქვენს კონ­კუ­რენტ არ­ხზე გა­დი­ო­და?

-  ვუ­ყუ­რებ­დი, რო­ცა ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მქონ­და. ეს არის ყვე­ლა­ზე რე­ი­ტინ­გუ­ლი კარ­გად დად­გმუ­ლი შო­უ, ფან­ტას­ტი­კუ­რი გა­და­ცე­მა. ასე რომ, უკ­ვე ჩა­ვუ­ჯე­ქი ძველ პრო­ექ­ტებს, ხომ უნ­და ვი­ცო­დე, რო­გო­რი ტი­პის ადა­მი­ან­ებთან მექ­ნე­ბა საქ­მე.  ყველა, ვინც იქ გა­მო­დის და თა­ვი­სი ნი­ჭის წარ­მო­ჩე­ნას ცდი­ლობს, და­სა­ფა­სე­ბე­ლია და არა­ვის არ უნ­და ვატ­კი­ნოთ გუ­ლი. თუმცა მე პირ­და­პი­რი ადა­მი­ა­ნი ვარ და პირ­ფე­რო­ბას ვერ და­ვიწყ­ებ, რა­საც ვფიქ­რობ, იმას ვიტყ­ვი.

-  ამ პრო­ექ­ტში ხში­რად მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ელთაც ჰგო­ნი­ათ, რომ კარ­გად მღე­რი­ან ან ცეკ­ვა­ვენ, ამის გა­მო არაერ­თი მათ­გა­ნი გამ­ხდა­რა და­ცინ­ვის ობი­ექ­ტი.­.. ამ­ბო­ბენ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მსგავ­სი ტი­პის გა­და­ცე­მე­ბი ამით  რეკლამას იკე­თე­ბენ.

-  მე არა­ვის დავ­ცი­ნებ. თუ ვინ­მე დას­ცი­ნებს, მა­თი საქ­მე­ა. ადა­მი­ანს სცე­ნა­ზე გა­მოს­ვლის სურ­ვი­ლი არ უნ­და ჩა­უხ­შო. ალბათ არა­ვინ ჰყავთ ისე­თი, რომ ურ­ჩი­ოს, არ გახ­ვი­დე სცე­ნა­ზე­ო. ბევრ მათ­განს არც აქვს ფი­ნალ­ში გას­ვლის პრე­ტენ­ზი­ა, სურთ, თუნ­დაც ერ­თხელ გა­ი­ელ­ვონ გა­და­ცე­მა­ში. ასე რომ, არ ვაპირებ, ვინ­მეს დავ­ცი­ნო და ვი­ქი­ლი­კო, პი­რი­ქით, მიყ­ვარს უბ­რა­ლო ადა­მი­ა­ნებ­თან მუ­შა­ო­ბა, ასეთებს ჩემს რა­დი­ო­გა­და­ცე­მა­შიც ხში­რად ვპა­ტი­ჟებ, რად­გან მათ­გან უფ­რო მე­ტი სიმართლე მო­დის.

-  "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" ჟი­უ­რი­ში არ მი­გიწ­ვი­ეს?

-  არ ვი­ცი, რა და რო­გორ მოხ­და. შე­იძ­ლე­ბა ისი­ნი ფიქ­რობ­დნენ, ბო­ლოს შე­მო­ვიყ­ვა­ნოთ ფა­რუ­ლა­ვა, რო­გორც დამ­ხმა­რე ძა­ლა­ო, მაგ­რამ მათ და­აგ­ვი­ა­ნეს. ვე­რა­ფერს გეტყ­ვით...

-  ზაფ­ხუ­ლი სად გა­ა­ტა­რეთ?

-  ცო­ტა ხნით ყაზ­ბეგ­ში და­ვის­ვე­ნე, კა­ხეთ­შიც ვი­ყა­ვი, სო­ფელ არ­გოხ­ში. საზღ­ვარ­გა­რე­თ გას­ვლაც მო­ვას­წა­რი, მაგრამ ხუთ დღე­ზე მეტს ვერ­სად ვჩერ­დე­ბი, გუ­ლი შინ მი­მი­წევს. ახ­ლა უკ­ვე სა­ტე­ლე­ვი­ზიო სე­ზო­ნი იწყ­ე­ბა და დას­ვე­ნე­ბას ვე­ღარც მოვა­ხერ­ხებ. ბო­ლო ხანს ბევ­რი ტკი­ვი­ლი გა­და­ვი­ტა­ნე, წელს დე­და და­მე­ღუ­პა, უფრო ადრე - ძმა. სამ­წუ­ხა­როდ, საკ­მა­ოდ მცი­რე პე­რი­ოდ­ში მოხ­და ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ეს ყვე­ლა­ფე­რი, ორი უსაყ­ვარ­ლე­სი ადა­მი­ა­ნი სულ რა­ღაც წე­ლი­წად­-ნა­ხე­ვარ­ში დავ­კარ­გე. თუმ­ცა ძლი­ე­რი ადა­მი­ა­ნი ვარ და დეპ­რე­სი­ა­ში არ ჩავვარდნილვარ, არ მქონ­და ამის უფ­ლე­ბა. არც დე­და­ჩემს მოეწო­ნე­ბო­და ეს, არც ჩემს ძმას და არც მა­მას, რო­მე­ლიც ათი წლის წინ დავ­კარ­გე...

ესაუბრა თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება