ანა ვინტურმა მაილი საირუსი შავ სიაში შეიყვანა

ანა ვინტურმა მაილი საირუსი შავ სიაში შეიყვანა

ამერიკული Vogue-ის მთავარი რედაქტორის, ანა ვინტურის რისხვა ამჯერად ახალგაზრდა მომღერალ მაილი საირუსს დაატყდა.

ანა ფიქრობს, რომ მაილის ბოლოდროინდელი ვულგარული იმიჯი მოდის რეიტინგულ ჟურნალ "ვოგის" პრესტიჟს შელახავს. ანამ ჟურნალში დაგეგმილი მაილის ინტერვიუ და ფოტოსესია გააუქმა. საირუსს MTV Video Music Awards-ის ცერემონიაზე გამართულ ეროტიულ შოუში მონაწილეობა და ვულგარული სამოსით ცეკვა ძვირად დაუჯდა. მაილი ჟურნალის დეკემბრის თვის გამოცემის მთავარი სახე უნდა ყოფილიყო, თუმცა მის ნაცვლად სხვა ჟურნალი სხვა ვარკვლავის ინტერვიუს დაბეჭდავს.

შეგახსენებთ, MTV Video Music Awards-ის ცერემონიაზე მაილის ვულგარულმა ცეკვამ მაილის თაყვანისმცემლებიც კი აღაშფოთა. შოუს ბოლოს საირუსი სცენაზე თითქმის შიშველი იდგა. როგორც ჰოლივუდის კულუარებში ამბობენ, საირუსის პერფორმანსით ბევრი ცნობილი ვარსკვლავია უკმაყოფილო.

ანა ვინტურის სიტყვა მოდის სფეროში დასაქმებული ყველა ადამიანისთვის, მათ შორის ცნობილი დიზაინერებისთვის კანონია. მასთან თანამშრომლობაზე ყველა მოდელი ოცნებობს. ჰოლივუდში მოღვაწე ვარსკვლავებისთვის "ვოგის" გარეკანზე მოხვედრა დიდი პატივია და ცნობილი მსახიობები მის ზარს მოუთმენლად ელიან.

მომზადებულია showbizspy.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება