საქართველო ყველაზე ბედნიერი ქვეყნების რეიტინში 134-ე ადგილზეა

საქართველო ყველაზე ბედნიერი ქვეყნების რეიტინში 134-ე ადგილზეა

გაერომ ყველაზე ბედნიერი ქვეყნების რეიტინგი გამოაქვეყნა. საქართველო რეიტინში 134-ე ადგილზეა. რეიტინგში ლიდერი პოზიციები დანიამ, ნორვეგიამ, შვეიცარიამ, ნიდერლანდებმა და შვედეთმა დაიკავეს.

სულ რეიტინგში 150 ქვეყანაა. მის შედგენაში ეკონომიკის, ფსიქოლოგიის, სტატისტიკისა და სხვა მეცნიერული დარგების სპეციალისტები მონაწილეობდნენ.

ექსპერტებმა შეფასების კრიტერიუმად ექვსი ფაქტორი აირჩიეს: მშპ ერთ სულ მოსახლეზე, ცხოვრების ხანგრძლივობა, ახლობლების მხარდაჭერის იმედი, თავისუფლება გადაწყვეტილებების მიღებისას, კორუფციის დონე და დიდსულოვნება.

ფინეთმა წელს საპატიო მესამე ადგილი შვეიცარიას დაუთმო და მეშვიდე ადგილზე გადაინაცვლა.

ბედნიერი ქვეყნების პირველ ათეულში ასევე მოხვდნენ კანადა, ავსტრია, ისლანდია და ავსტრალია. ისრაელი 11-ე ადგილს იკავებს. მეორე ათეულში - აშშ და ახალი ზელანდიაა, ათეულს ვენესუელა ასრულებს.

საქართველო რეიტინგში 134 ადგილზე აღმოჩნდა. მას ყოფილი საბჭოთა ბლოკის ქვეყნებიდან გაუსწრეს მოლდოვამ - 53, ყაზახეთმა - 57, თურქმენეთმა - 59, უზბეკეთმა - 60, ბელარუსმა - 66 რუსეთმა - 68, უკრაინამ - 87, ყირგიზეთმა - 89, აზერბაიჯანმა- 116, სომხეთმა- 128.

შარშანდელ რეიტინგთან შედარებით საქართველო 12 პოზიციით დაწინაურდა. 2012-ში იგი 146-ე ადგილს იკავებდა.

ზოგიერთი ევროპული ქვეყანა რეიტინგის მეორე ასეულში აღმოჩნდა, მათ შორის სერბეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, უნგრეთი, მაკედონია.

შარშანდელივით რეიტინგს აფრიკის ქვეყნები: გვინეა, ტანზანია, რუანდა, ბურუნდი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, ბენინი და ტოგო ასრულებენ.

მომზადებულია unsdsn.org-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა