ქეთა თოფურიამ და ლევ გეიხმანმა ხელი მოაწერეს

ქეთა თოფურიამ და ლევ გეიხმანმა ხელი მოაწერეს

მომღერალი ქეთა თოფურია ბიზნესმენ ლევ გეიხმანს გაყვა ცოლად. წყვილმა 7 სექტემბერს მოსკოვის  ქორწინების სახლში მოაწერა ხელი. 26 წლის მომღერალმა ღონისძიების ამსახველი პირველი ფოტოები ”ინსტაგრამზეც” გამოაქვეყნა.

წყვილმა გადაწყვიტა ტრადიციებს არ მიჰყოლოდა და არაფორმარულ სამოსში გამოწყობილმა იქორწინა. ქეთას მოკლე თეთრი კაბა, ფეხზე კი კედები ეცვა,  ლევს კი შავი შარვალი, მუქი ლურჯი პიჯაკი და თეთრი მაისური. ერთადერთი ტრადიცია, რომელიც ქეთამ და ლევმა დაიცვეს, ხელის მოწერის შემდეგ ცაში მტრედების გაშვება იყო.

შეგახსენებთ, ქეთა ლევს 3 წელია ხვდება. დღეს კი მათი საქორწინო ცერემონია იმართება, დღეს ქეთას დაბადების დღეც არის.

ცერემონიას 500-ზე მეტი სტუმარი დაესწრება. სტუმრებს შორის იქნება რუსული მუსიკალური ბომონდი,  მათ შორის ალა პუგაჩოვა  და იოსებ კობზონი. ქორწილს ალექსეი ჩუმაკოვი და მაქსიმ გალკინი გაუძღვებიან.

მომზადებულია starslife.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება