საბერძნეთში მოღვაწე ქართველი მომღერლის თამთა გოდუაძის შესახებ ''რეიტინგს'' არაერთხელ დაუწერია. წლების წინ საბერძნეთში წასული თამთა იქ საკმაოდ წარმატებული მომღერალი გახდა. თამთა ბერძნების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მომღერალია და ცოტა ხნის წინ ეს კიდევ ერთხელ დაადასტურეს.
თამთას ერთ-ერთი ყველაზე ახალი ამბავი არის მისი ახალი სიმღერა PARE ME, რომელიც სულ ახლახან გამოვიდა და საბერძნეთის ჩარტებში უკვე მოიპოვა ლიდერობა. მანამდე, ივნისის ბოლოს, თამთა აქტიურად მონაწილეობდა საბერძნეთის ყველაზე პრესტიჟული მუსიკალური პრემიის MAD AWARDS-ის წლევანდელ დაჯილდოებაზე.
როგორც წესი, თამთა ყოველ წელს მისი მონაწილე, ნომინანტი ან პრიზიორია. წელსაც გამოიჩინა თავი და ჯერ მისი ვიდეო სიმღერაზე "კონტა შოუ" აღიარეს საუკეთესოდ და თამთას ჯილდოც გადასცეს, მერე კი სცენაზე იხმეს და ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი შოუ აჩვენა.
საერთოდ, თამთა თამამი და სექსუალური სცენური იმიჯით არის ცნობილი. ეს ამ ცერემონიაზეც დაადასტურა და გამჭვირვალე კაბით წარდგა მაყურებლის წინაშე. ცერემონიის მეორე დღეს პრესა იმაზე უფრო მეტს წერდა, როგორი სექსუალური იყო თამთა, ვიდრე დაჯილდოებულებისა და ნომინანტების შესახებ.