დევიდ კემერონს საიდუმლო მასალები მატარებელში დარჩა

დევიდ კემერონს საიდუმლო მასალები მატარებელში დარჩა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, დევიდ კემერონს ჩემოდანი, რომელშიც საიდუმლო დოკუმენტებს ინახავდა, მატარებელში დარჩა. ამის შესახებ Independent-ი წერს.

პრემიერი იორკში, ქორწილში მიემგზავრებოდა. ერთ-ერთმა მგზავრმა ფოტო გადაუღო ე.წ. official ministerial box-ს, რომელშიც, როგორც წესი, სახელმწიფო მნიშვნელობის დოკუმენტები ინახება.

”გაოცებული ვარ, რომ  პრემიერ-მინისტრი ასე ცუდად ზრუნავს სახელმწიფო საიდუმლოებებზე. ქეისში, შესაძლოა, ყოფილიყო ოფიციალური სადაზვერვო მონაცემები სირიის საკითხის შესახებ”, - განუცხადა გაზეთს ყოფილმა ვიცე-პრემიერმა ჯონ პრესკოტმა.

შეგახსენებთ, 2012 წელს პრემიერ-მინისტრ კემერონს და მის მეუღლეს ბარში 8 წლის შვილი დარჩათ.

მომზადებულია independent.co.uk-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა