ქეთა თოფურიამ და ლევ გეიხმანმა იქორწინეს

ქეთა თოფურიამ და ლევ გეიხმანმა იქორწინეს

ქეთა თოფურია 9 სექტემბერს ბიზნესმენ ლევ გეიხმანს გაჰყვა ცოლად. საქორწინო ცერემონია მოსკოვის მახლობლად, საკონცერტო დარბაზ "ბარვიხაში" გაიმართა, სადაც 500-ზე მეტი სტუმარი იყო მიწვეული. რუსული შოუბიზნესის წარმომადგენლები წყვილს ქორწინებას, ხოლო ქეთას დაბადების დღეს ულოცავდნენ. მომღერალმა ორივე ღონისძიება ერთად აღნიშნა.

საქორწინო ცეკვა შეყვარებულებმა იგორ ნიკოლაევის სიმღერაზე შეასრულეს. მთელი ღამე ქეთა სცენიდან არ ჩამოსულა - სოსო პავლიაშვილის სიმღერაზე ქართული ცეკვაც კი იცეკვა. იმღერა ვალერი მელაძესთან ერთად.

ქეთას მეჯვარე ქრისტინე იმედაძე იყო. საქორწინო კაბები მომღერალმა პარიზში შეაკერინა. ქეთას ორი კაბა ეცვა. პირველ ჯერზე პატარძალმა გრძელფატიანი კაბა ჩაიცვა, რომლის ტარებაშიც მომღერალს ანგელოზის ფორმაში ჩაცმული გოგონები ეხმარებოდნენ, კაბის კორსეტი ბრჭყვიალა კრისტალებით იყო მორთული. ღამის ორი საათისთვის ქეთამ შედარებით მოკრძალებული კაბა ჩაიცვა, რომელიც ცეკვაში ხელს აღარ უშლიდა.

ქეთა თოფურიამ და ლევ გეიხმანმა ხელი 7 სექტემბერს მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონია ქორწილთან შედარებით საკმაოდ მოკრძალებული იყო. 26 წლის მომღერალი ებრაელ ბიზნესმენ ლევ გეიხმანს უკვე სამი წელია ხვდება.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია Starslife-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება