ქეთი მელუა: "ახალი ალბომის სახელისთვის ქართულ სიტყვებს ვარჩევდი"

ქეთი მელუა: "ახალი ალბომის სახელისთვის ქართულ სიტყვებს ვარჩევდი"

ბრიტანეთში მოღვაწე ქართველმა მომღერალმა ქეთი მელუამ დასავლურ პრესასთან ახალ ალბომზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. გთავაზობთ მომღერლის ექსკლუზიურ ინტერვიუს, რომელიც საიტ Female First-ზე დაიბეჭდა.

- გულშემატკივრებს ახალი კომპოზიცია "მე იქ ვიქნები" შესთავაზეთ. კიდევ რა სიახლეეებს უნდა ველოდოთ?

- ეს სიმღერა კორონაციის ფესტივალისთვის დაიწერა. სიმღერა ჩემმა პროდუსერმა დაწერა და ჩემი მოვალეობა იყო, კარგად მემღერა. ეს ძალიან ემოციური იყო.

- რა შეგრძნება გქონდათ, როდესაც ეს სიმღერა პირველად მოისმინეთ?

- მაიკი და მე 10 წელია ვთანამშრომლობთ. ყოველთვის მიხარია, როდესაც მაიკ ბოტი ჩემთვის სიმღერას წერს. ვფიქრობ, ეს სიმღერა მაიკს რთული პერიოდის დაძლევაში დაეხმარა. სწორედ ეს გავიფიქრე, როდესაც პირველად მაიკის სიმღერა მოვისმინე.

- თქვენს ახალ ალბომზე - "ქეთევანზე" რას გვეტყვით?

- ალბომში სხვადასხვა ჟანრის მელოდიებია და შესაბამისად, მსმენელს არჩევანის საშუალება ეძლევა. ეს ალბომი ჩემი მუსიკალური კარიერის შეჯამებაა. 

- ალბომს "ქეთევანი" ჰქვია, რაც თქვენი ქართული სახელია...

- ხმის ჩამწერ სტუდიაში ვისხედით და ალბომის სახელს ვარჩევდით. ალბომის სახელისთვის ქართული სიტყვები მქონდა ჩამოწერილი. მოულოდნელად მკითხეს, როგორ მოგმართავენ საქართველოში? როგორ გამოითქმის შენი სახელი ქართულადო. ქეთის ქართული ვარიანტი ყველას ძალიან მოეწონა.

- როგორ შეაფასებთ 10 წლიან მუსიკალურ კარიერას?

- ამას დიდ მოგზაურობას დავარქმევდი. ჯერ ისევ გზაზე ვდგავარ და მუსიკას ვქმნი. მსიამოვნებს სცენაზე ყოფნა. განვლილ გზას ვუყურებ და ვამაყობ.

- წლის ბოლოსთვის რა სიახლეს უნდა ველოდოთ?

- ამ წელს შოუ The Roundhouse-ს შემოგთავაზებთ. დეკემბერში ევროპის რამდენიმე ქვეყანას ვესტუმრები და ახალი ალბომის პრომოს გავმართავ.

მომზადებულია Female First-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება