8 წლის გოგონა საქორწინო სარეცელზე სისხლდენით გარდაიცვალა

8 წლის გოგონა საქორწინო სარეცელზე სისხლდენით გარდაიცვალა

იემენში 8 წლის გოგონა საქორწინო სარეცელზე სისხლდენისაგან გარდაიცვალა. ადამიანის უფლებათა დამცველები მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოითხოვენ, დაისაჯოს გოგონაზე 5 -ჯერ (!) უფროსი ქმარი, რომელიც სავარაუდოდ ბავშვთან სქესობრივი კავშირის დამყარებას ცდილობდა.

ინციდენტი იემენის მომთაბარე ტომებით დასახლებულ პროვინციაში მოხდა, სადაც გოგონების, ე.წ. "ბავშვი საცოლეების" ადრეულ ასაკში გათხოვება დამკვიდრებული პრაქტიკაა. როგორც კვლევების შედეგებით მტკიცდება, იემენში ქალთა მეოთხედი 15 წლამდე ასაკში თხოვდება, რაც მათ განათლებისა და საზოგადოებაში დამკვიდრების თითქმის ყველანაირ შანსს უსპობს, ისინი ხშირად ხდებიან საკუთარი, როგორც წესი ბევრად უფროსი მეუღლეების მხრიდან ფიზიკური და ფსიქიკური ზეწოლის მსხვერპლნი.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა