მირანდა კერი პრემიერაზე მკერდმოშიშვლებული მივიდა

მირანდა კერი პრემიერაზე მკერდმოშიშვლებული მივიდა

მირანდა კერიმ იცის, როგორ მიიპყროს ყურადღება. მოდელი ფილმ Mademoiselle C-ს პრემიერაზე მკერდმოშიშვლებული მივიდა.

მირანდამ Dolce & Gabbana-ს შავი გრძელი ქვედაბოლო და მაქმანებიანი ზედატანი ჩაიცვა. დიზაინერების ჩანაფიქრით, ზედატანი კორსეტზე იცმევა, მირანდამ კი იგი შიშველ სხეულზე მოირგო.

მაქმანები მოდელის მკერდს, ფაქტობრივად, ვერ ფარავდა, როცა იგი ფოტოგრაფების წინ პოზირებდა. მაგრამ მირანდამ არ გაითვალისწინა, ან პირიქით, ეშმაკურად გათვალა, რომ თუ ხელებს აწევდა, მის ლამაზ მკერდს მთელი მსოფლიო იხილავდა. ასეც მოიქცა: თმა გაისწორა და პიკანტური ფოტოები ყველა გლამურული გამოცემის ფურცლებზე მოხვდა.

მომზადებულია starslife.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება