აჩიკო ნიჟარაძე: "გრან-პრის მოსაპოვებლად დიდი ბრძოლა დამჭირდა"

აჩიკო ნიჟარაძე: "გრან-პრის მოსაპოვებლად დიდი ბრძოლა დამჭირდა"

მომღერალი აჩიკო ნიჟარაძე ესტონეთის საერთაშორისო მუსიკალური კონკურს ”ლაგნა ლაულ -2013”-დან გრან-პრით დაბრუნდა. დაახლოებით, თვე-ნახევრის წინ კი საერთაშორისო ფესტივალ "სლავიანსკი ბაზარზე" II ადგილი დაიკავა. ნიჟარაძის შემოქმედებაში სერიოზული ეტაპი დაიწყო, - მომღერალი საერთაშორისო კონკურსებში ინტენსიურად მონაწილეობს და ამის დასტური ის შედეგებია, რასაც ამ მცირე ხნის განმავლობაში დააგროვა. "ამბები.გე" აჩიკო ნიჟარაძეს დაუკავშირდა.

- გილოცავ წარმატებას... მოდი, გვიამბე ესტონეთში მიმდინარე კონკურსის შესახებ.

- ტალინში საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი 6-7 სექტემბერს გაიმართა. 6-ში I-II ტური ჩატარდა და 7-ში - ფინალი. პირველ ჯერზე ჩვენი ეროვნული სიმღერის შესრულებამ მომიწია. ასეთი გახლდათ კონკურსის მოთხოვნა. ვიმღერე ზურაბ მჟავიას - "ქართველების ერთად ყოფნა დამილოცე ღმერთო" და მიღებული ქულებით I ადგილზე აღმოვჩნდი. ჟიურის წევრებიდან სამმა 10 ქულა დამიწერა, ორმა - 9... ისე ამ სიმღერამ, რამდენჯერაც ვიმღერე, ყოველთვის წარმატება მომიტანა. არ ვეთანხმები აზრს, რომ კონკურსზე პატრიოტული ნამუშევრის გატანა არ შეიძლება. პირიქით, მიმაჩნია, რომ სწორედ შენი ეროვნული უნდა გაიტანო. მთავარია, რომ ის კარგად შეასრულო. ეს სიმღერა ბევრჯერ მაქვს ნამღერი და გათავისებული მაქვს. თან, ძალიან მიყვარს, რაც ესტონეთში ჩემს შედეგზეც აისახა.

- ჟიურის შემადგენლობაში ვინ იყვნენ?

- ჟიური ძირითადად, ესტონეთის ხელოვნების წარმატებული წარმომადგენლებით იყო დაკომპლექტებული... II ტური იმავე დღეს, 2 საათში დაიწყო და შევასრულე "ნიუ-იორკ, ნიუ-იორკ"... ესეც მომიწონეს და ჟიურის 4-მა წევრმა 10 ქულა დამიწერა და ერთმა - 9. შემდეგ I-II ტურის შედეგები შეიკრიბა და I ადგილზე აღმოვჩნდი. თუმცა ამ ქულებს გავლენა ფინალზე არ მოუხდენია, რადგანაც იქ უკვე ცალკე შეფასება მოხდა. შევასრულე შარლ აზნავურის ცნობილი ფრანგული სიმღერა და გავიმარჯვე. გრან-პრის მფლობელი გავხდი და ძალიან მიხარია.

- როგორი კონკურენტები გყავდა?

- სერიოზული კონკურენტები მყავდა, ისინი უმთავრესად წელს "სლავიანსკი ბაზარზეც" გამარჯვებული კონკურსანტები იყვნენ, რომლებიც ცოტა ხნის წინ ბელორუსში გავიცანი. მოკლედ, მათთან ისევ მომიწია ბრძოლამ და გავიმარჯვე. ისე, ამბობენ, რომ ბოლო დროს ამ კონკურსებზე მაინცდამაინც ძლიერი კონკურსანტები აღარ მოდიანო და რაღა მაშინ შეგროვდნენ, მე რომ ჩავედი იქ? ორივეგან საოცრად ძლიერები იყვნენ... მათ დასამარცხებლად სერიოზული ბრძოლა დამჭირდა.

- გრან-პრის მფლობელს ჯილდოდ რა გერგო?

- საპრიზო ფონდი არ იყო მაღალი. გადმომეცა 2.000 ევრო, მაგრამ ეს არ იყო იქ მნიშვნელოვანი, მთავარი ის არის, რომ ამ კონკურსზე რამდენიმე ქვეყნის საერთაშორისო კონკურსებიდან შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! მივიღე. კონკრეტულად, ესპანეთიდან, ჩეხეთიდან, ისრაელითან და სომხეთიდან. ახლა კარგად არის მოსაფიქრებელი, სად გავემგზავრები.

- ყველა კონკურსი წელს გამართება?

- კი, რა თქმა უნდა... მინდა, მადლობა ვუთხრა კულტურის სამინისტროს, რომელმაც ჩემი ორივე კონკურსზე გამგზავრებისთვის საჭირო ხარჯები გაიღო და დაგვეხმარა. ასევე მადლობა ჩემს პროდიუსერს, მანანა სეფიაშვილს და მის მეუღლეს - კომპოზიტორ ჯემალ სეფიაშვილს, მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ქართველს, ვინც ჩემს კონცერტზე იყო მოსული და მგულშემატკივრობდა. ისინი საელჩოს წარმომადგენლები არიან. 

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება