ვენტვორტ მილერი: "თვითმკვლელობა ბევრჯერ ვცადე"

ვენტვორტ მილერი: "თვითმკვლელობა ბევრჯერ ვცადე"

მსახიობი ვენტვორტ მილერი მსოფლიომ პოპულარული ამერიკული სერიალით - "გაქცევა" გაიცნო. სიმპათიური მილერი ქალთა გულთამპყრობელად იქცა, მაგრამ ვარსკვლავმა რამდენიმე კვირის წინ საჯაროდ აღიარა, რომ გეია. მსახიობის თქმით, საკუთარი სექსუალური იმიჯი, რომელიც გოგონების ყურადღებას იპყრობდა, ძალიან თრგუნავდა. მან თვითმკვლელობა ბევრჯერ სცადა.

"პირველად თვითმკვლელობა 15 წლის ასაკში ვცადე. მთელი კვირა ველოდი უქმეებს, რომ მშობლები აგარაკზე წასულიყვნენ და სახლში მარტო დავრჩენილიყავი. მახსოვს, ბევრი აბი დავლიე. თუმცა, მეორე დღეს დილით გავიღვიძე, სკოლის ავტობუსში ავედი და მივხვდი, რომ ყველაფერი კარგად იყო.

ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ყოველ დღე ტესტირებას გავდიოდი და გამოცდის წარმატებით ჩაბარებას ველოდებოდი. კარიერის დასაწყისში სერიოზული ნევროზი მქონდა. მინდოდა, მეღიარებინა, რომ გეი ვარ, მაგრამ ვერ ვამბობდი. არ ვიცოდი, როგორ იმოქმედებდა ეს ყველაფერი კარიერაზე", - ამბობს მსახიობი.

მომზადებულია showbizspy.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება