როდის სთხოვა ცეკვის მიტოვება ქმარმა თეა დარჩიას

როდის სთხოვა ცეკვის მიტოვება ქმარმა თეა დარჩიას

თეა დარჩია იმ იშვიათ რესპონდენტთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელსაც ჟურნალისტთან ყოველთვის ერთი და იგივე თხოვნა აქვს, გარეკანზე არ გამომაჭენოთო, მოწიწებით ითხოვა სუხიშვილების ანსამბლის სოლისტმა. არ უყვარს სოცილური ქსელები, ინტერნეტი, პირადი მეილი და სკაიპიც კი არ აქვს. ცეკვით 5 წლის ასაკში დაავადდა და მას მერე ხელოვნების ეს დარგი პროფესიად აქცია. დღეს გარდა იმისა, რომ სუხიშვილების მოქმედი მოცეკვავე, სოლისტია, ასევე აქვს საკუთარი ქორეოგრაფიული სტუდია და ახალ თაობას ზრდის. სამი შვილის დედას ბავშვების გაზრდაში მეუღლე ეხმარება. უფროსი, მარიამი, 22 წლის არის, მირიანი- 11-ის, იოანა- 3-ის. ამბობს, რომ ძალიან გაუმართლა მეუღლეში. გუჯა მათიაშვილი ანსამბლში გაიცნო, ერთად ცეკვავდნენ, თუმცა... ამ ყველაფერს თეა თავად გიამბობთ.

- წინა საუკუნეში გავჩნდი, მხატვრების ოჯახში, 1971 წლის 6 თებერვალს. დედ-მამა- გიული დეკანოზიშვილი და გიმერი დარჩია მხატვარ-მოქანდაკეები იყვნენ, ერთ კურსზე სწავლობდნენ. მამა, სამწუხაროდ, გარდაცვლილია. სამი და ვართ. ერთ-ერთი, ნანა აბულაძე გობელინის სპეციალისტი გახლავთ. მეორე, ქეთევანი- მხატვარი. ბაბუა, ნიკოლოზ დეკანოზიშვილი თეატრის მხატვარ-დეკორატორი, ბიძა იაგო დეკანოზიშვილიც მხატვარია, ტიხრულ მინანქარზე მუშაობს. მე არ მოვინდომე მშიერი მხატვარი ვყოფილიყავი და მთელი ცხოვრება მშიერი მოცეკვავე ვარ (იღიმის).

- მკაცრად გზრდიდნენ?

- აშკარად. დაბადების დღეებზე, პიონერთა ბანაკებში, მეგობრებთან ღამით დარჩენაზე ვერც ვიოცნებებდი. აქცენტი ჰქონდათ სწავლაზე, მაქსიმალურად უნდა მემეცადინა. ყველგან მშობლებს მივყავდი და მოვყავდი. ვინმე რომ მირეკავდა, ვიძაბებოდი იმით, რომ უნდა ამეხსნა მშობლებისთვის, ვის ველაპარაკებოდი, ვეუბნებოდი, თეა სახლში არ არის-მეთქი და ყურმილს ვკიდებდი. სკოლის ფორმის გარდა, ერთი-ორი ხელი გამოსასვლელი ტანსაცმელი მქონდა და ისიც ზედმეტი იყო, ასე თვლიდა დედა, სკოლას რომ დაამთავრებ, მერე რით გაგაკვირვოო, ამბობდა. აი ასე, ზედმეტი ფუფუნების გარეშე, სიმკაცრეში გაგვზარდეს სამივე და, ერთმანეთის გამონაცვალ ტანსაცმელში. ამის მიუხედავად, არ გვაკლდა დასვენება - რიგა, პალანგა, პიარნო, იურმალა, მოვლილი გვაქვს ყველაფერი. უბრალოდ, მშობლებს ეშინოდათ, თავში არ აგვვარდნოდა.

- გაამართლა ასეთმა აღზრდამ?

- მთლად ასეთი მიდგომაც არ ვარგა. ადამიანმა საკუთარი თავის ფასი უნდა იცოდეს. მე ახლახან მივხვდი, რომ თურმე ლამაზი ვყოფილვარ ბავშვობაში, რომ თურმე არც ისე უნიჭო ვყოფილვარ.

- გაპროტესტება არ გიცდია?

- ბუნებით პროტესტანტი არ ვარ. თან ზუსტად ვიცოდი, ჩემს მშობლებთან არანაირ პროტესტს არ ჰქონდა აზრი. ძალიან ადრე გავთხოვდი ამ ყველაფრის გამო, 19 წლის. ალბათ ეს იყო ჩემი პროტესტი. გავექეცი ოჯახს და საკუთარ თავს, თუმცა საკუთარ თავს ვერსად გაექცევი. რეჟიმს გავექეცი. თუ არ ვმეცადინეობდი, რაღაც უნდა მეკეთებინა. უსაქმოდ სახლში არ უნდა ვყოფილიყავი. ვქსოვდით, ვკერავდით, ვქარგავდით, ვრეცხავდით, სახლს ვალაგებდით. ხელსაქმე მშობლებმა გვასწავლეს. დედა განსაკუთრებით ნიჭიერია ამ მხრივ. შპალერის გაკვრა და რემონტიც კი შეეძლო. მამა ამბობდა, ხელოვანი ვარ და ყოფით საქმეებში ვერ დავიხარჯებიო. მერვე კლასიდან სამედიცინო ტექნიკუმში ჩავაბარე. წითელ დიპლომზე დავამთავრე და ერთი გამოცდით შემეძლო სამედიცინო ინსტიტუტში ჩამებარებინა. მაინტერესებდა ეს სფერო, მაგრამ 15 წლის ასაკში ნინო რამიშვილმა სუხიშვილების აკადემიურ ანსამბლში რომ მიმიღო, მივხვდი, რომ ცეკვა და კარგი ექიმობა ერთად არ გამოვიდოდა. ერთადერთი ქალი იყო, ლატავრა ფოჩიანი, რომელმაც ეს შეძლო, მაგრამ ის ლეგენდა გახლდათ და ვერავინ შევედრებით. დიდ მოცეკვავეებთან ერთად მომიწია ცეკვამ, ეს იმდენად მომეწონა, დავთმე სამედიცინო ინსტიტუტი და თეატრალურში კინომცოდნეობაზე ჩავაბარე.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება