11 სექტემბრის ტერაქტიდან დღეს 12 წელი შესრულდა

11 სექტემბრის ტერაქტიდან დღეს 12 წელი შესრულდა

11 სექტემბრის ტერაქტიდან დღეს 12 წელი შესრულდა. CNN- ის ინფორმაციით, ნიუ იორკში, "გრაუნდ ზეროზე" 2001 წლის ტერაქტის დროს დაღუპულთა მემორიალთან მათი ოჯახის წევრები და ათასობით ამერიკელი შეიკრიბება და დუმილით მიაგებენ პატივს მსხვერპლთა ხსოვნას.

შემდეგ კი, 2001 წლის ტერაქტისა და 1993 წელს(1993 წლის 26 თებერვალს ნიუ იორკის მსოფლიო სავაჭრო ცენტრზე განხორციელებული ტერაქტის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, ტერაქტი მუსლიმი ტერორისტების მიერ იყო განხორციელებული.) მსოფლიოს სავაჭრო ცენტრზე თავდასხმის მსხვერპლთა ოჯახის წევრები დაღუპულთა სახელებსა და გვარებს წაიკითხავენ.

საღამოს ქალაქის თავზე ორ გიგანტურ სინათლის სხივს გაუშვებენ, რომლითაც ტყუპი ცათამბჯენების ერთგვარ სიმბოლოს გამოსახავენ.

9/11- ის მე- 12 წლისთავის ცერემონიაში სიტყვით არ გამოვლენ პოლიტიკოსები. 2011 წლიდან მოყოლებული, მოსაგონარ ცერემონიაზე პოლიტიკოსებს სიტყვით გამოსვლა ეკრძალებათ. 2002 წლიდან მოყოლებული 11 სექტემბერი აშშ- ში ასევე აღნიშნება "პატრიოტის დღედ", 2009 წლიდან კი ეს დღე ეროვნული ხსოვნის დღედ არის გამოცხადებული.

2001 წლის ტერაქტიდან 12 წლის შემდეგ "გრაუნდ ზეროზე", ანუ ადგილზე სადაც ტერაქტი განხორციელდა, ახლა რამდენიმე ახალი კოშკი დგას და ახალ მსოფლიო სავაჭრო სივრცეს ქმნიან. ახალ სავაჭრო ცენტრში გახსნილია 2001 წლის ტერაქტის დროს დაღუპულთა მუზეუმი. იქვეა ხსოვნის მემორიალი, რომელზეც ტერაქტის დროს დაღუპულთა სახელები და გვარებია ამოტვიფრული მათ უკვდავსაყოფად.

2001 წლის 11 სექტემბერს ტერორისტების მიერ გატაცებული ოთხი სამგზავრო თვითმფრინავიდან პირველი - "ბოინგ- 767" ნიუ- იორკში, მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ჩრდილოეთის ცათამბჯენს 93- ე და 99- ე სართულებს შორის, ადგილობრივი დროით, 08:45 საათზე შეეჯახა. თვითმფრინავის ბორტზე 81 მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის - 5 ტერორისტი და ეკიპაჟის 11 წევრი. შეჯახებისას გაჩენილი ხანძრის შედეგად, რამდენიმე წუთში, ასეულობით ადამიანი დაიღუპა, ლიფტის მაღაროდან გამოსული სიცხით კი, ადამიანები ფოიეში უჰაერობის გამო იღუპებოდნენ. მეორე თვითმფრინავი, ადგილობრივი დროით, 09:03 საათზე "ტყუპების" სამხრეთ ცათამბჯენს, 77- ე და 81- ე სართულებს შორის შეეჯახა.

თვითმფრინავის ბორტზე 56 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის - ეკიპაჟის 9 წევრი და 5 ტერორისტი. 09:59 საათზე, მცირე ინტერვალებით, ორივე ცათამბჯენი მთლიანად ჩამოინგრა. მესამე გატაცებული თვითმფრინავი - "ბოინგ- 757" პენტაგონის მახლობლად, ადგილობრივი დროით, 09:45 საათზე ჩამოვარდა. დაიღუპა 184 ადამიანი, მათ შორის - 59 მგზავრი, 5 ტერორისტი და ეკიპაჟის 6 წევრი. მეოთხე თვითმფრინავი პენსილვანიის ტყეში, სამხრეთ- დასავლეთით, პიტსბურგიდან 125 კილომეტრში ჩამოვარდა. დაიღუპა 37 მგზავრი, მათ შორის - 4 ტერორისტი და ეკიპაჟის 7 წევრი. 2001 წლის 11 სექტემბერს სულ 1973 ადამიანი დაიღუპა, აქედან 24 დღემდე დაკარგულად მიიჩნევა.

მომზადებულია CNN- ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა