ავთანდილმა მილანში ოფისი გახსნა

ავთანდილმა მილანში ოფისი გახსნა

დიზაინერ ავთო ცქვიტინიძის ცხოვრებაში სიახლეა: კომპანია "ავთანდილმა" იტალიაში ხელი მოაწერა კონტრაქტს სტუდია "ფინაროჩისთან" (ერთ-ერთი საუკეთესო შოურუმი), რომელიც ძირითადად დიზაინერებზე მუშაობს და თავის ქვეყანაში წარმატებული კომპანიაა. ისინი ამ სფეროს წარმომადგენლებს მსოფლიო ბაზარზე ასპარეზს უთმობენ. ავთანდლის მილანში ყოფნისას დავუკავშირდით.

- ავთო, როგორც შევიტყვეთ, მილანში ახალი ოფისი გახსენი.

- კი, ზაფხულში ამ კონტრაქტზე ვმუშაობდით და ახლა უკვე კოლექცია ჩამოვიტანეთ კიდეც და დიდ მოლოდინში ვართ... ეს არის 2014 წლის გაზაფხული-ზაფხულის სრული კოლექცია. ოფისში საერთაშორისო მასშტაბით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან დამკვეთები მოდიან და "ავთანდილს" უკვეთენ. ყველა ”ბაერისთვის” სპეციალური პრეზენტაციები კეთდება... მოკლედ, გადავწყვიტეთ, რომ მილანშიც გვქონოდა ძირითადი ოფისი და აქ ახალი სამსახური მაქვს. ასე რომ, მილანში, ნებისმიერ დროს, შესაძლებელია შეკვეთის მიღება და სხვადასხვა ქვეყანაში გაგზავნა.

გარდა ამისა, ყოველ სეზონზე, წელიწადში ორჯერ, პარიზის შოურუმშიც ვართ წარმოდგენილები, სადაც ასევე გვაქვს შოურუმი...

- როგორც ვიცი, ასეთი ოფისი პარიზისა და მილანის გარდა, უკრაინაშიც გაქვს...

- კი, ასეა. მილანში ჩვენი ახალი ოფისი მონტენაპოლეონეზე მდებარეობს. ეს არის ადგილი, სადაც მსოფლიოს წამყვანი ბრენდებია წარმოდგენილი. ასე რომ, ახლა "ავთანდილი" "არმანის" ოფისის მოპირდაპირე მხარეს არის. ეს ბაერებისთვის დიდი პლუსია და ვეცდებით, თავი სათანადოდ წარვუდგინოთ.

- ახლა უმეტესად მილანში მოგიწევს ყოფნა?

- არა, საქართველოში მალე დავბრუნდები. მუდმივად აქ არ ვარ საჭირო. ცოტა ხანში კიევში სახელობით მაღაზია "ავთანდილს" ვხსნი, 29 სექტემბრიდან პარიზის გამოფენებზე მივემგზავრები, შემდეგ უკრაინის "ფეშენვიკში" ვმონაწილეობ. მომავალი წლის გაზაფხული-ზაფხული და ფაქტობრივად, გაზაფხული-ზაფხულის შეკვეთები აღებული მაქვს. აი, დღეს მომავალი წლის შემოდგომა-ზამთრის შეკვეთები მივიღე და ზამთრის კოლექციის შექმნას ვიწყებთ.

- მოკლედ, არ ჩერდები...

- კი, მიზანმიმართულად ვმოქმედებ. ხომ გახსოვს, ჩემი პირველი ჩვენება პარიზში? ჰოდა, 4 წლის წინ დავისახე სერიოზული გეგმები ევროპის მიმართულებით, შოურუმების სახით. მოკლედ, საქმიანი განხრა ავიღე, რადგანაც მხოლოდ ჩვენებებს აზრი არ აქვს, სანამ ბაერები არ გაგიცნობენ, ვინც შემდეგ სხვა ქვეყნებში უნდა გიყიდოს. ეს ჩვენი მარკეტინგული სვლაა, რომელმაც გაამართლა და უკვე ნელ-ნელა დაახლოებით 14 მაღაზიაში იყიდება "ავთანდილის" კოლექცია.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება