მერლინ მონროს 10 ფოტო 41 000 დოლარად გაიყიდა

მერლინ მონროს 10 ფოტო 41 000 დოლარად გაიყიდა

მერლინ მონროს ფოტოები Freemans-ის აუქციონზე 41 250 დოლარად გაიყიდა. ამის შესახებ CBS News იუწყება.

ფოტოები 1962 წლის ივნისში, მსახიობის გარდაცვალებამდე 6 კვირით ადრეა გადაღებული. ფოტოებს ჟურნალ Vogue-სთვის სასტუმრო Bel-Air-ში, ლოს-ანჯელესში ფოტოგრაფი ბერტ შტერნომი იღებდა. 

3 დღის განმავლობაში შტერნმა მონროს 2.5 ათასზე მეტი ფოტო გადაუღო. გასაკვირი არ არის, რომ ამ ფოტოსესიამ მიიღო სახელწოდება ”უკანასკნელი სეანსი” (The Last Sitting).

ზოგიერთი ფოტო შტერნმა მოგვიანებით წიგნში გამოაქვეყნა. აუქციონზე გამოტანილი იყო მერლინ მონროს 10 ფოტო, რომელიც ფოტოგრაფმა ფოტოსესიის პირველ დღეს გადაუღო მსახიობს, როდესაც ის მონროსთან მარტო, ასისტენტების გარეშე მუშაობდა.

ბერტ შტერნი რამდენიმე თვის წინ საკუთარ სახლში, ნიუ-იორკში 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მომზადებულია cbsnews.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება